შოუბიზნესი პოსტპანდემიური მუსიკალური პროექტი ლეგენდარული „ორი ჯუჯასგან“ 2020, 27 ივლისი, 1:20 პანდემიისა და ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე, საზოგადოება იმდენად დაითრგუნა, თითქოს მომავლის იმედი წაართვესო. „კოვიდ 19“-ს ვირუსმა დიდი გავლენა იქონია არამხლოდ ჩვენს ყოველდღიურობაზე, არამედ გაურკვეველი გახადა - მომავალიც. გაუქმდა ბევრი ფესტივალი თუ კონცერტი, რომელიც მართლაც საჭიროა ადამიანის სულიერი თუ კულტურული განვითარებისთვის. თუმცა, ვსწავლობთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებასა და ამავდრულად მასთან ბრძოლასაც არ ვწყვეტთ. ნელ-ნელა მცირდება შეზღუდვები და რეგულაციებიც. გარკვეული შეზღუდვბის ფონზე, ჯანდაცვის რეგულაციების გათვალისწინებით უკვე მესამე დღეა, თბილისის მერიისა და ასოციაცია „ორი ჯუჯა და მეგობრების“ ინიციატივით იმართება საბავშვო კონცერტები - ლეგენდარული ანსამბლ „ივერიელების“ ნუგზარ კვაშალისა და ვახო ტატიშვილის მონაწილეობით, მათთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ქართული ესტრადის უბერებელი ვარსკვლავი ზურა კობეშავიძე და ახალგაზრდა - მაკა ქაჯაია და ასევე ბავშვთა ცენტრ „კიკის“ ულამაზესი ანიმატორები და პოპულარული ჯამბაზი ვოვა თითქოს არაფერი, ერთ-ერთი რიგითი კონცერტი, რომელიც „ორმა ჯუჯამ“ და მათმა მეგობრებმა წარმგვიდგინეს, თუმცა დამერწუმეთ, როდესაც უამრავი პატრა ბავშვის ბედნიერ და სიხარულით მოციმციმე თვალებს ხედავ, როდესაც მათ მხიარულებასა და ცეკვა თამაშს უყურებ, ხვდები, თუ რაოდენ მნიშვნელვანია ასეთი ღონისძიებები. ბედნიერი და კულტურული ღონისძიებებით განებივრებული ბავშვები, ჯანსაღი და განვითარებული მომავალი თაობის საწინდარია. ავტორი ლეკა ფაჩულია 37 1-ს მოსწონს
|