x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
იდეალური სხეულის ხატი და კვებითი აშლილობები
image

ყველა დროში არსებობდა სილამაზის გარკვეული სტანდარტები, რა საკვირველია ეს კრიტერუმები დროსთან ერთად მუდმივად იცვლებოდა, თუმცა მათი გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე ყოველთვის ინარჩუნებადა სიძლიერეს. დღევანდელი სტატის თემა უშუალოდ იდეალური სხეულის ხატია, რომელსაც საზოგადოება და მედია გვიწესებს. ძირითადად, იდეალურ წონის საზღვრები მხოლოდ ქალებისთვისაა, ეს ყოველეივე კი შეიძლება განპირობებული იყოს სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების ირგვლივ საუკუნებიაა არსებობს.


ზოგადი სტანდარებების მიუხედავად, კვლევებით დადასტურებულია თუ როგორი მნიშვნელოვანია კულტურული განსხავავებები იდეალური სხეულის ხატის ჩამოყალიბებისთვის. ამ განსხავავებების ნათელსაყოფად შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ერთ-ერთი კველვა, რომლის მიზანი სწორედ იმის გამოვლენაა თუ როგორ აღიქვამენ სხეულის ზომას სხვადასხვა კულტურაში. კვლევის ფარგლებში ვერმონტისა და ჰანის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიკითხა კვებასთნ და დიეტის დაცვასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკაში მცხოვრები ქალების(13, 3%) გაცილებით ნაკლები რაოდენობა იცავს დიეტას, ამერიკელი ქალებთან (43, 5%) შედარებით. ამასთანაევ, კვლევის დროს, სტუდენტებს თხოვდნენ წარდგენილი ფიგურებიდან აერჩიათ მამაკაცისა და ქალის ის ფიგურა, რომელსაც ისინი იდეალურად თვლიდნენ. აღმოჩნდა, რომ იმისდა მიუხედავად, ვინ აფასებდა ქალი თუ კაცი, ამერიკელი თუ აფრიკელი მამაკაცების სხეულის მაჩვენებლების შეფასება შედარებით უცვლელ იყო. ხოლო, ქალების სხეულის მაჩვენებლის შეფასება მინიმუმ 1 ქულით განსხავავდებოდა იმის მიხედვით, თუ რომელი ქყვეყნის მაცხოვრებელი აფასებდა ( Cogen et al., 1996).


როგორც თავად ხედავთ, კულტურული განხსვავება საკამაოდ დიდ გავლენას ახდენს იდიალური სხეული ხატის შექმანაზე. ადამინები შიმშილობენ, რადგანაც მიაღწიონ სასურველ შედეგს. ზოგადად, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც თავს ჭარბი წონის მატარებლად თვლის გაცილებით დიდია, ვიდრე იმ ადამაინების ჯგუფისა, რომლებიც რეალურად ჭარბი წონის არაინ. მუდმივად იდეალურ სხეულზე ორიენტირებულობამ შესაძლებელია გამოიწვიოს კვებითი აშლილობები. ზოგადად, ადამიანი კვებითი აშლილობის რისკის ქვეშ დგება მაშინ, როდესაც საკუთარი სხეულის აღქმასა და მის რეალურ ზომას შორის განსვლა იზრდება. იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კვებითი აშლილობები გენეტიკურია, უნდა ითქვას, რომ მასზე ის შეხედულებები უფრო მოქმედებს, რომლებასაც საზოგადოება ქმნის. ძირითადად, კვებით აშლილობებს მოზარდ გოგონებთან ვხდებით.



ანორექსია კვებითი აშლილობაა. ამ დროს ადამიანი იწონის თავისი მოსალოდნელი მასის 85%-ზე ნაკლებს და ამისდა მიუხედავად, მაინც ეშინია გასუქების. ანორექსიას მოზარდობის დასასრულსა და ახალგაზრდა ქალების დაახლოებით 0, 5-1%-ში ვხდებით.


რაც შეეხება, ბულიმიას, რომელიც კიდევ ერთი კვებითი აშლილობაა. ამ დიაგნოზის მქონე ადამინებს აქვთ საკვების უკონტროლო და ინტესიური მიღების პერიოდი, თუმცა ამ ყოველივეს თან მოსდევს ჭარბი კალორიებისაგან გაწმენდის პერიოდიც, შიმშილი, თვითგამოწვეული ღებინება და ა.შ. ბულიმიას მოზარდობის დასასრულსა და ახალგარზრდა ქალების 1-3%-ში ვხდებით. ეს დიაგნოზიც, როგორც ანორექსია, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ამასთანავე, ანორექსიის მქონე ადამიანებს შესაძლებელია ბულიმიაც ახასიათებს.


საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია დიეტაზე და საკუთარი წონის იდეალურ პარამეტერბთან მიახლოებაზე. ერთი შეხედვით, ეს ყოველივე ძალინ ჩვეულებრივად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა შესაძლებელია მუდმივად იდეალურობისკენ სწრაფვამ კვებით აშლილობამდეც მიგვიყანოს, განსაკუთრებით კი მოზარდები, რომლებიც ფოკუსირებულები არიან თავიანთი სხეული სოციალურ მედიაში ასებულ ფოტომოდელების იდეალურ სხეულებს შეადარონ.



0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:ბარამიძე ანა
ბარამიძე ანა
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0