საზოგადოებრივი ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო — როგორ გავიგოთ, არსებობდა თუ არა სხვა ცივილიზაცია დედამიწაზე? 2020, 25 ივლისი, 9:50 ოფიციალური მეცნიერების აზრით, შეიძლება, ჩვენს გალაქტიკაში, ათობით პოტენციურად დასახლებული პლანეტა იყოს, მაგრამ მოცემული მომენტისთვის, Homo Sapiens-ი — ერთადერთი სახეობაა, ცოცხალ არსებებს შორის, რომელმაც ცივილიზაცია შექმნა პლანეტაზე და პოტენციურად, გალაქტიკაში. მაგრამ, მაშინ რა ვუყოთ იმ არტიფაქტებს, რომლებიც ქვანახშირის მაღაროებში და კირქვის ბელტებშია აღმოჩენილი? ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! NASA-ას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და როჩესტერის უნივერსიტეტის (University of Rochester, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) მეცნიერები გაერთიანდნებ და სტატია გამოაქვეყნეს სათაურით — «სილურული ჰიპოთეზა» (სილურული პერიოდი დაიწყო 440 მლნ. წლის წინ და გაგრძელდა 30 მლნ. წელი). პუბლიკაციაში მათ ის სამეცნიერო მტკიცებულებები გააკრიტიკეს, რომლის მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია, ერთადერთია დედამიწის ისტორიაში. ადამ ფრანკი, ფიზიკის და ასტრონომიის პროფესორი და აღნიშნული სტატიის თანავტორი, სვამს კითხვას: «ვიცით, თუ არა, რა იყო პირველი ტექნოლოგიური სახეობა დედამიწაზე? ჩვენ მხოლოდ 300 წელია რაც ვცხოვრობთ ინდუსტრიულ საზოგადოებაში, მაგრამ, თითქმის, 400 მლნ. წლის მანძილზე, დედამიწაზე დინამიური პროცესები მიმდინარეობს». ეჭვგარეშეა, რომ ფიზიკური არტიფაქტების აღმოჩენა, «წარღვნამდელი ცივილიზაციების» არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა, მაგრამ, მეცნიერს ეჭვი ეპარება, რომ ოდესმე რამეს ვიპოვით: «ჩვენს ქალაქებს, დედამიწის ზედაპირის საერთო ფართობის, 1%-ზე ნაკლები უკავია და წინა ცივილიზაციის ქალაქების პოვნა, დღეს, ფაქტიურად, შეუძლებელია... და ნურავის ექნება იმის იმედი, რომ ოდესმე იურული პერიოდის აიფონს აღმოაჩენენ — ის მილიონობით წლის მანძილზე, უბრალოდ, ვერ შეინახებოდა» — ამბობს ის. გარდა ამისა, თუ შორეულ წარსულში, სხვა გონიერი არსება დადიოდა დედამიწაზე, მისი გაქვავებული ჩინჩხის ნახვა ძალიან რთული იქნება, რადგან თანამედროვე ადამიანი, 100 ათასი წელია რაც დედამიწაზე არის და მისი მოღვაწეობის შედეგი, ქანების ერთ თხელ ფენაშია მოთავსენული, რომელიც დედამიწის ქერქის მასიური ქანების ზედა ფენას წარმოადგენს, მის ქვემოთ კი, ქანების უზარმაზარი ფენებია, რომელშიც დედამიწის წარსულია დაფიქსირებული. საშუალოდ, მიწის ზედაპირის სიმაღლი, ყოველ ათას წელში, 1, 25 მ-ით მატულობს და ახლა სულ მარტივად შეიძლება იმის გამოთვლა, თუ რამდენად ღრმად იქნება, მილიონობით წლის წინ არსებული ცივილიზაციის ბიოლოგიური, თუ ტექნოლოგიური ნაშთები ჩამარხული. ამიტომ, ფრანკი და კლიმატოლოგი ჰევინ შმიდტი ფიქრობენ, რომ ძველი ცივილიზაციის სინთეტიკური ნარჩენების მოძებნა, ართიფაქტების ძებნასთან შედარებით, უფრო მიზანშეწონილი იქნება. უკანასკნელი 380 მლნ. წლის მანძილზე მომხდარი, რამდენიმე საეჭვოდ მკვეთრი გეოლოგიური პროცესის შესწავლის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტექნოლოგიურ პროფილში არცერთი მათგანი არ ჯდება. ამიტომ, კვლევის ავტორების აზრით, ოკეანის დანალექ ქანებში, ჯერ თანამედროვე ქიმიური ნარჩენების შენახვის პროცესის შესწავლა უნდა მოხდეს. ხოლო, შემდეგ, მსგავსი ნარჩენების აღმოჩენა, უკვე გეოლოგიურ ქრონიკებში — ქანებშიც შესაძლებელი იქნება. ფრანკი ირწმუნება, რომ გარემოს ადამიანზე ზემოქმედების უფრო ღრმა ანალიზი დღეს, პლანეტასთან ბალანსის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, რაც თავის მხრივ, იმის გარანტი იქნება, რომ ხვალ, მოულოდნელად, ჩვენც მაგ., დინოზავრებივით, გადაშენებულ სახეობათა სიაში არ აღმოვჩნდებით.
* ჰიპერბორეა – ქვეყანა ჩრდილოეთის ქარებს მიღმა * კონდიციონერი და «მაცივარი», რომელიც დენის გარეშე მუშაობს * ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში
503 5-ს მოსწონს
|