კინო სილამაზე ევროპულად: ფრანგ და იტალიელ ლამაზმანთა არაჩვეულებრივი ფილმები 2012, 16 აგვისტო, 15:20 საფრანგეთიდან და იტალიიდან მსოფლიოს უამრავი მსახიობი მოევლინა, რომელთა სილამაზითაც სამშობლოს გარეთაც არიან აღფრთოვანებული.
გთავაზობთ ფილმებს, სადაც მშვენიერი ფრანგი და იტალიელი ქალბატონები ერთად მონაწილეობენ და საშუალება გაქვთ, შეადაროთ ვინ უფრო ლამაზი და ნიჭიერია.
მონიკა ბელუჩი(იტალია) და სოფი მარსო(საფრანგეთი) სოფი და მონიკა ერთად მონაწილეობენ ფილმში "უკან არ მოიხედო"(Ne te retourne pas), რომლის პრემიერაც 2009 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა ვერ მიიღო პრიზი, მაგრამ ფავორიტები კი მოხიბლა. მონიკა ბელუჩი და სოფი მარსო არ ეცილებოდნენ სილამაზეში ერთმანეთს და საკმაოდ მეგობრულად პოზიორობდნენ წითელ ხალიჩაზე. სოფი ლორენი(იტალია) და მარიონ კოტიარი(საფრანგეთი) ისინი ერთად თამაშობენ ფილმში "9", რომელშიც სხვა უამრავი ვარსკვლავიც მონაწილეობს. მშვენიერი სოფი ლორენისა და თანამედროვე ფრანგი მსახიობის ერთად ნახვა ნამდვილად ღირს. "ნავთობმომპოვებლები" (Les pétroleuses) იყო ორიგინალური ფილმი, რომლის მიხედვითაც გადაიღეს თანამედროვე ვესტერნი პენელოპა კრუსისა და სელმა ჰაიეკის მონაწილეობით. 1971 წელს გადაღებულ ფილმში ერთად მონაწილეობენ ბრიჯიტ ბარდო და კლაუდია კარდინალე.ეს ახალგაზრდა ბრიჯიტის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმია, ცოტა ხანში მან დაასრულა კარიერა, კლაუდია კი დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა ფილმში. ჯინა ლოლობრიჯიდა(იტალია) და კატრინ დენევი(საფრანგეთი) "სიმონ სინემის 101 ღამე" ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა. მსახიობები სხვადასხვა თაობას მიეკუთვნებიან, კეტრინი მაშინ იკეთებდა კარიერას, როდესაც ჯინას პოპულარობა თანდათან ქრებოდა, 50-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს. ორნელა მუტი(იტალია) და ფანი არდანი(საფრანგეთი) მათ ერთმანეთს ღისრეული კონკურენცია გაუწიეს 1985 წლის ფილმში "სვანის სიყვარული". ორნელა ფანიზე 6 წლით ახალგარზდაა და სამსახიობო კარიერაც 6 წლით ადრე დაიწყო. ფილმში ის უკვე ვარსკვლავია, ფანი არდანის პოპულარობა კი მაშინ იწყებოდა. 803 6-ს მოსწონს
|