კინო რატომ დაშორდნენ ჯონი დეპი და ვანესა პარადი 2012, 7 ივლისი, 16:16 ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი წყვილი დაიშალა.როგორც ჩანს, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის დაშორების მიზეზად მუდმივი სკანდალები იქცა. ამბობენ, რომ ვანესამ ვერ აიტანა მეუღლის წარმატება.ჯონი დეპი სწორედ მის გამო დათანხმდა "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მთავარი როლის შესრულებას, რის შედეგადაც 20 მილიონი დოლარი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობის ტიტული მიიღო, მაგრამ ვანესამ თვითონ ვერ მიაღწია მწვერვალებს კარიერაში და ჯონის წარმატება დიდად არ გახარებია. "ჯონის რაც არ უნდა გაეკეთებინა, ვანესა მაინც უკმაყოფილო იყო, ამბობდა, რომ მას მსხვერპლად საკუთარი კარიერა შესწირა.როცა ჯონი არ მუშაობდა, საყვრედურობდა რომ ოჯახისთვის არ ზრუნავდა, თუმცა არც მისი მუშაობით იყო ბედნიერი, შემდეგ ჯონიმ დალევა დაიწყო და მათ მუდმივი სკანდალები ჰქონდათ, "-ამბობს წყვილის მეგობარი. გავრეცლდა ინფორმაცია, რომ ჯონსა და ვანესას შორის ყველაფერი ჯერ კიდევ 2010 წელს დამთავრდა, მაგრამ მათ ბავშვებისთვის ტკივილის მიყენება არ სურდათ.ახლა კი, ალბათ, ჩათვალეს რომ შვილები მშობლების დაშორებას ადვილად გადაიტანდნენ. 224 2-ს მოსწონს
|