სხვა 10 მიზეზი, რატომ უნდა ჭამოთ ნაყინი ყოველდღე 2020, 23 ივლისი, 1:36 ნაყინი როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს სიხარულს და კომფორტს ანიჭებს. თუმცა ბევრი ამ ტკბილეულის მიღებისგან თავს იკავებს, რადგან მას სასარგებლო პროდუქტად არ თვლიან.
სინამდვილეში, ნაყინი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ფიქრობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ტკბილეული ზომიერად უნდა მიიღოთ! ნაყინში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
1. ნაყინი შეიძლება გახდომაში დაგეხმაროთ მთავარია ზომიერად შეჭამოთ და დღის განმავლობაში სხვა სასარგებლო საკვებიც მიიღოთ. ქალისთვის 1 ბურთი, კაცისთვის 1, 5 ბურთი ნაყინი დღეში. 1 პორცია ნაყინი ქალისთვის 250 კალორიას, ხოლო კაცისთვის 375 კალორიას შეიცავს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ კალციუმის დანამატის მიღებისას ადამიანი 26%–ით უფრო მეტ წონას და 38%–ით უფრო მეტ ცხიმს კარგავს, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ დანამატს არ იღებენ. ნაყინი გარკვეული პროდუქტებისკენ ლტოლვას ამცირებს და წახემსების ძლიერ სურვილს არ გრძნობს. 2. ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს ნაყინით რძეს და ნაღებს იღებს, რომელიც კალციუმის, D ვიტამინის, B2 ვიტამინის, A ვიტამინის და ფოსფორის შესანიშნავი წყაროა. გემოს მიხედვით შეიძლება დამატებითი მკვებავი ნივთიერება მიიღოთ: ვანილის ნაყინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას და რკინას. მუქი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლავანოიდებით. 3. ტვინს სტიმულირებს კიორინის უნივერსიტეტის მეცნიერების მოსაზრებით ნაყინი საუზმეზე ტვინს ძლიერ იმპულსს აძლევს. 4. ენერგის ზრდის ნაყინი შეიცავს შაქარს, რომელიც ენერგიის წამიერ წყაროს წარმოადგენს. საშუალოდ, ნაყინი 100 გრამზე 16-23 გრამ ნაყინს შეიცავს. გლუკოზა ორგანიზმის მთავარი საწვავია, რომელიც ენერგიის წყაროს გვაწვდის. 5. ძვლებს და კბილებს აძლიერებს კალციუმი ძლიერი ძვლების და კბილების შენებაში მონაწილეობს. უფრო მეტიც, ჩვენი ძვლების და კბილების 99% კალციუმისგან შედგება. ნაყინი რძის პროდუქტია, რომელიც შეიცავს კალციუმს, რაც კბილების დაკარგვის, კბილის ტკივილის, სახსრების ტკივილის, მოტეხილობის და სხვა პრობლემის რისკს ამცირებს. 6. იმუნურ სისტემას აძლიერებს ნაყინი ფერმენტირებული რძის პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს კუჭ–ნაწლავის და რესპირატორული ინფექციებისგან გვიცავს. 7. ჩასახვის შანსს ზრდის თუ დაორსულება გსურთ, ნაყინი რეგულარულად უნდა მიირთვათ. Human Reproduction–ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ქალები, რომლებიც ცხიმის მაღალ შემცველ რძის პროდუქტებს იღებდნენ, ჩასახვის უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც უცხიმო რძეს ან იოგურტს სვამდა. შედეგებმა აჩვენა, რომ უნაყოფობის რისკი 38%–ით შემცირდა ქალებში, ვინც ნაყინს კვირაში 2-3-ჯერ ჭამდნენ. 8. ბედნიერს გხდით ნაყინი ნამდვილად გაგაბედნიერებთ. ნახშირწყლები სეროტონინს ცოტათი ზრდის. თუ სეზონური დეპრესია გაწუხებთ, ნაყინი მიირთვით. 9. ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს ქალებს, რომელთაც ძუძუს კიბო აქვს, კალციუმის დეფიციტიც აღენიშნებათ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საკმარისი რაოდენობის კალციუმს არ იღებთ, რაციონს ცოტა ნაყინი დაუმატეთ. 10. ლიბიდოს ზრდის ნაყინი მდიდარია ფოსფორით, რომელიც ქსოვილებს ჟანგბადს აწვდის, ph ბალანსს მხარს უჭერს და ლიბიდოს ზრდის. ფოსფორი ტესტოსტერონის დონეს მხარს უჭერს და სექსუალურ აღგზნებას ხელს უწყობს. ნაყინის ზიანი: იწვევს მიჩვევას ნაყინი ზედმეტად გემრიელია, რომ ცოტა შეჭამოთ. კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აღმოაჩინა, ადამიანები, რომლებიც ნაყინს ხშირად ჭამენ, დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებ სიამოვნებას იღებდნენ. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცივი ტკბილეული ტვინში სიამოვნების ცენტრს ცვლის, რაც მას ნაკლებად სასიამოვნოს ხდის, ტვინს სიგნალს აწვდის, რომ სიამოვნებისთვის უფრო მეტი ნაყინი მიირთვას. დიდი რაოდენობით ნაყინის მიღება სისხლში შაქრის დონის ზრდას, სიმსუქნეს და მოთენთილობას იწვევს. მკვლევარებმა აღმოაჩინე, ს რომ ნაყინმა შეიძლება ისეთივე მიჩვევა გამოიწვიოს, როგორც კოკაინმა. სწორედ ამიტომ, ნაყინის მიღება გააკონტროლეთ. ნაყინით ისიამოვნეთ, მაგრამ ზომიერება დაიცავით, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე - 9 მნიშვნელოვანი მიზეზი რა მოხდება, თუ ყოველდღე ბრინჯის წყალს დალევთ რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს 284 შეფასება არ არის |