x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დაოჯახებულ ქალთან სექსუალური კავშირის გამო მარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს
image

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში ადგილობრივი მაცხოვრებლები პოლიციისგან იმ 8 თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცის გატაცებასა და მასზე ძალადობაზე არიან ეჭვმიტანილები.


შსს-ს ინფორმაციით. ინციდენტი 15 ივლისს მოხდა, რა დროსაც 26 წლის ახალგაზრდა კაცს სოფელ კაპანაჩხში სექსუალური კავშირი ჰქონდა დაოჯახებულ ქალთან, რასაც ახალგაზრდა ქალის მამამთილი შეესწრო, შედეგად მამამთილს ნერვიულობისაგან გული გაუსკდა და გარდაიცვალა.


ამის შემდეგ, შურისძიების მიზნით 26 წლის მამაკაცს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ გაკოჭეს და ბოძზე მიაკრეს.


ახალგაზრდა მამაკაცმა მომხდარი ინციდენტი პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც 8 კაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

20 ივლისს მათი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელში აქცია გაიმართა.

"გარდაცვლილმა არ დაუშვა რომ ძალადობა მომხდარიყო და თვითონ შეეწირა ამბავს. ბიჭზე არავის უძალადია, არ მოკლეს, არ სცემეს, ელოდებოდნენ მისი მშობლები როდის მოვიდოდნენ. ექსპერტები აქ არიან და გამოიძიონ". – უთხრა გარდაცვლილი კაცის ნათესავმა რადიო მარნეულს.

image

წინასწარი მონაცემებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0