x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ერთი გენოციდის ისტორია:რატომ ითვლებოდნენ ავსტრალიელი აბორიგენები ცხოველებად 1970-იან წლებამდე
აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში რასობრივი დაყოფა თითქმის აღარ შეიმჩნეოდა. აღარავის უკვირდა შავკანიანი მომღერლისა თუ მსახიობის დანახვა. თუმცა, სულ სხვანაირად იყო საქმე ავსტრალიაში, სადაც აბორიგენი მოსახლეობა ადამიანებად არ ითვლებოდა.

imageაბორიგენი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს 1977 წელს ქალაქ პორტ-ადელაიდას მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში: “შავებზე მიღებული კანონის თანახმად, ადეილაიდადან 100 მეტრის რადიუსში ყველა შავკანიანი ყუთში უნდა ჩაგვესვა და ლაბორატორიაში გაგვეგზავნა ვირთხების ნაცვლად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად."

ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობისთვის როლანდ ბერეიჯ დიქსონმა 1923 წელს სპეციალური ტერმინი- პროტო-ავსტრალოიდი შემოიღო. 1962 წელს ავსტრალოიდი უკვე მოიხსენებოდა, როგორც ერთ-ერთი რასა.imageმეცნიერმა კარლტონ კუნმა 1962 წელს შექმნა ნაშრომი “რასების წარმომავლობა", რომელშიც ავსტრალიელ აბორიგენ მოსახლეობას მოიხსენიებდა, როგორც ყველაზე პრიმიტიულ რასას. და ეს იმ დროს, როცა ადამიანი კოსმოსს იპყრობდა და ატომურ ფიზიკაში აღმოჩენებს აკეთებდა.

1770 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ კაპიტან ჯეიმს კუკის თაოსნობით აღწერა და რუკაზე დაიტანა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო. 29 აპრილს კი ინგლისელები ტასმანიის ზღვის ყურეში ხმელეთზე გადავიდნენ.


აქედან იწყება ავსტრალიის აბორიგენების ცხოვრებაში საშინელი პერიოდი.

imageკოლონიზატორები ერთი მეორის მიყოლებით აარსებდნენ ქალაქებს და ანადგურებდნენ აბორიგენ მოსახლეობას, რომელთაც სრული სერიოზულობით თვლიდნენ ადამიანის მსგავს მაიმუნებად.

განსაკუთრებით სასტიკად გაუსწორდნენ აბორიგენებს კუნძულ ტასმანიაზე.image“თუ აქაურებს ისევე დავუწყებთ სროლას, როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ესვრიან ყვავებს, მაშინ აქაური მოსახლეობის რიცხვი დროთა განმავლობაში ძალიან შემცირდება"-ეს ფრაზა ვინმე მთვრალი კატორღელის ნათქვამი არ გეგონოთ, ნაწყვეტია ბრიტანელი მეცნიერის, ჰუმანისტის და ფილოსოფოსის რობერტ ნოქსის ნაშრომიდან.

ითვლებოდა, რომ მოხეტიალე ცხოვრების წესისა და დაბალი ინტელექტის გამო, აბორიგენებს არ შეეძლოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ადაპტაცია.

imageუნდა ითქვას, რომ აბორიგენები თანამედროვე იარაღის გარეშეც ახერხებდნენ თავის დაცვას. ამიტომ კოლონიზატორებმა ადგილობრივი მოსახლეობის დახოცვა უკვე კანონით გაამყარეს.

აი, როგორ აღწერს კუნძულ ტასმანიაზე აბორიგენებზე ნადირობას ისტორიკოსი ალან მურჰედი: “მე-40 პოლკის ჯარისკაცებმა აბორიგენები ორ დიდ კლდეს შორის შერეკეს და დახვრიტეს, შემდეგ კი კლდის ნაპრალებიდან ქალები და ბავშვები გამოათრიეს, რომ მათთვის გაესხმევინებინათ ტვინი."

imageმკვლელობისთვის გაცილებით სულმდაბალ მეთოდებსაც მიმართავდნენ. თავად ჰიმლერი აღფრთოვანდა ინგლისელების მიგნებით, რომლებიც აბორიგენებს დახმარების სახით ურიგებდნენ მოწამლულ ხორცს.

რანჩო ლონგ-ლეგუნის მფლობელმა ამ გზით მხოლოდ ერთ დღეში ასამდე ადამიანი მოწამლა, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ.

ქუინსლენდში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, მე-19 საუკუნეში ასეთი გასართობი ჰქონდათ :აბორიგენებზე ძაღლებით ნადირობდნენ და აიძულებდნენ ნიანგებით სავსე მდინარეში შესულიყვნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც აბორიგენების დევნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ უმცირესობას წარმოადგენდნენ და მათი აღშფოთება უპასუხოდ რჩებოდა.

imageაბორიგენებსა და თეთრკანიანებს შორის ქორწინება სასტიკად იყო აკრძალული. პროგრესულ მე-20 საუკუნესაც კი არ მოუტანია ამ ადამიანებისთვის შვება. ინგლისელებმა გადაწყვიტეს აბორიგენების ასიმილაცია მომხდარიყო თეთრკანიანებთან და ამ მიზნით მათ ბავშვებს ართმევდნენ, რომელთაც თეთრკანიან ოჯახებს აშვილებდნენ. ეს პრაქტიკა 1909 წლიდან 1969 წლამდე გრძელდებოდა.

ოჯახებიდან წამოყვანილ ბავშვებს ახალ სახელებს არქმევდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უკრძალავდნენ და ელემენტარულ განათლებას აძლევდნენ. წამოზრდილ ბავშვებს ფერმებში ანაწილებდნენ, სადაც ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ და ამის საზღაურად კი მხოლოდ საკვებს იღებდნენ. მშობლებთან და თავისი ტომის წარმომადგენლებთან მათ ყოველნაირი ურთიერთობა ეკრძალებოდათ.imageმე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ავსტრალიელ აბორიგენებს ადამიანთა ზოოპარკის ექსპონატებდაც იყენებდნენ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ევროპასა და აშშ-ში.

შეიძლება ითქვას, რომ ავსტრალიის აბორიგენები ადამიანებად მხოლო 1967 წელს ცნეს. მათ პასპორტები დაურიგეს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებად გამოაცხადეს და ფორმალურად მათი უფლებები თეთრკანიანების უფლებებს გაუთანაბრეს.

მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავდა, რომ აბორიგენები თეთრკანიანების მსგავსი უფლებებით სარგებლობდნენ. მათდამი ქედმაღლური, დამამცირებელი მოპყრობა და აგრესია 70-იან წლებშიც გრძელდებოდა.

ეს ადამიანები დღესაც იბრძვიან თავისი უფლებებისთვის და უკვე ბევრს მიაღწიეს. ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი სკოლა იხსნება, სადაც სწავლა ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობს. კონტინენტის ნაწილზე კი აბორიგენების ნაციონალური ტელევიზიაც მაუწყებლობს.

image

3
445
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
445
  
2020, 31 ივლისი, 0:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 ივლისი, 0:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 21 ივლისი, 16:22
ინგლისელებისთვის უცხო არაა სხვა ერის და რასის წარმომადგენლების ჩაგვრა.ისტორიაში არ ასწავლიან,მაგრამ ცნობილია,რომ პირველი მონები ირლანდიელები იყვნენ თანამედროვე სამყაროში.ინგლისელები უკიდურესად ჩაგრავდნენ მათ,შავკანიან მონებზე მეტად.ენით აუწერელ სისასტიკეს სჩადიოდნენ.ამიტომაც ირლანდიელებსაც უკიდურესად სძულთ დღესაც ინგლისელები.ავსტრალიაშიც ინგლისელები ჩაგრავდნენ მაორებს.
0 1 3