x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
იცით რა არის ფოლქსვაგენის (Volkswagen) ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი? ავტომობილები ნამდვილად არა

image

volkswagen golf გერმანიის ავტოწარმოების ისტორიაში ნამდვილად ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კომპანიის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ავტომანქანა კი არა, ძეხვია.

ფოლქსვაგენის კომპანია ძეხვს ვოლფსბურგში, ავტომანქანების საწარმოში ამზადებს უკვე თითქმის 50 წელია. სოსისის წარმოება კომპანიამ 1973 წელს დაიწყო და თავიდან კაფეტერიაში პერსონალისთვის იყო განკუთვნილი, შემდგომში კი პროდუქტის გაყიდვა გერმანიის სტადიონებზე და მაღაზიებში დაიწყეს. ამბობენ, რომ ძეხვის ხარისხი უმაღლეს დონეზეა, რადგანაც თავიდან მხოლოდ პერსონალისთვის იყო განკუთვნილი, პროდუქტს ჯილდოებიც აქვს აღებული სხვადასხვა ღონისძიებებზე.

image

იმისდა მიუხედავად, რომ კომპანიის ძეხვეულობის 40% -ს პერსონალი ყიდულობს საწარმოს შიგნით, მოთხოვნა მის გარეთ დაუჯერებელია. ფოლქსვაგენის ძეხვი გერმანიის მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება და ასევე 11 სხვადასხვა ქვეყანაში გადის იმპორტზე.

კომპანიის ძეხვეულის რეცეპტი გასაიდუმლოებულია, მაგრამ, თვლიან, რომ წარმატების საიდუმლო ცხიმის ნაკლებობასა და ჯანსაღ ხორცშია.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0