არქიტექტურა რა ელით ქრისტიანულ ხატებს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემდეგ? 2020, 19 ივლისი, 15:55 ![]() ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თურქეთში უკვე 6-მა ტაძარმა დაკარგა მუზეუმის სტატუსი და მეჩეთად გადაკეთდა, სხვათა შორის ექვსიდან ოთხი ტაძარი წმ.სოფიას სახელობის იყო.(სტამბულში, ტრაბზონში, იზმირში და რიზეში)ამ ტაძრებში ქრისტიან წმინდანთა ხატებს და მოზაიკებს, ზოგს ფარდები ჩამოაფარეს, ზოგს შეკიდული ჭერი გააკრეს და შირმები დადგეს, ხოლო ზოგან ხალიჩები ააფარეს. "მთლიანად გადაფარული ნიმუშებზე თვალის დევნება და მათი მდგომარეობის დადგენა გაცილებით ძნელია"-აღნიშნავენ სპეციალისტები. ![]() თურქეთის მთავრობას პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ბიზანტოლოგმა მიმართა თხოვნით(მათ შორის თავად თურქმა პროფესორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა) არ მოეხსნათ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსი და არ გადაეკეთებინათ მეჩეთად, თუმცა უშედეგოდ. 107 4-ს მოსწონს
|