x
image
გემი დალანდი
ნიშნები,რომლებიც ადამიანის მაღალ ინტელექტსა და საზრიანობაზე მიუთითებს
image


თუ ადრეული ბავშვობიდან გიყვართ წიგნის კითხვა, გილოცავთ! ეს სწორედ ერღ-ერთი ნიშანია, რომ თქვენ დედამიწის მოსახლეობის 70%-თან შედარებით მაღალი ინტელექტი გაქვთ.

imageროგორც ცნობილია, კითხვა ჩვენს ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს და მეხსიერების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

თუ ამ სტატიას ღამით კითხულობთ, კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც ღამით უფრო პროდუქტიულები არიან და შემოქმედებით საკითხებს აგვარებენ, გაცილებით უფრო მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, ვიდრე ე.წ. “ტოროლები".


imageთუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი უნარები დაბადებიდან არავის დაჰყოლია. გონებრივი მონაცემების გაუმჯობესება საკუთარ თავზე გამუდმებული მუშაობის შედეგია.

მეთიუ უოლკერი კი, ავტორი წიგნისა “რატომ გვძინავს.ახალი მეცნიერება ძილსა და სიზმრებზე", აღნიშნავს, რომ არ ღირს მეტისმეტი ძალისხმევის გამოჩენა ინტელექტის ასამაღლებლად.

ამის ნაცვლად ის გვთავაზობს ძილის რეჟიმი მოვაწესრიგოთ და მუსიკით დავკავდეთ.imageმაგრამ ეს უკვე ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, ვინ რას აირჩევს.

მაღალი ინტელექტის კიდევ ერთი ნიშანია ცუდი ხელწერა.imageეს იმით აიხსნება, რომ ადამიანი, რომლის თავშიც ბევრი ინფორმაციაა, ხშირად ჩქარობს წერის დროს, ამიტომ მისი ნაწერი გაურკვეველია.
ფურცელზე აზრების გადმოტანის სიჩქარე აიხსნება მოთხოვნილებით, რაც შეიძლება მალე გადმოვცეთ იდეა, სანამ ის თავში მოტრიალე სხვა აზრებში არ დაკარგულა.

ადამიანის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს ასევე იუმორის გრძნობა.image

ცნობილია, რომ ჭკვიანი ადამიანები და გენიოსები თავისებურებებით და უცნაური ჩვევებით გამოირჩევიან, ერთი ასეთი ჩვევაა საყოველთაო პერფექციონიზმი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე.imageპერფექციონისტები დარწმუნებულნი არიან, რომ გამუდმებული შრომით შეიძლება სასურველი სიმაღლისთვის მიღწევა. და რომ ამ მიღწეულს ადამიანი არ უნდა დასჯერდეს.

ამის საპირისპიროდ, მაღალი ინტელექტის კიდევ ერთ უტყუარ ნიშნად ითვლება მიდრეკილება გამუდმებული შფოთვისკენ.

imageკანოზომიერება ძალიან მარტივია:ადამიანები, რომლებიც ხშირად შფოთავენ ერთი შეხედვით რაღაც წვრილმანების გამო, სინამდვილეში მოვლენების უამრავ ვარიაციას განიხილავენ და ამ გზით აიძულებენ ტვინს, რომ აქტიურად იმუშაოს.

და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანის ნათელ გონებაზე შესაძლოა მისი სიმაღლეც მიუთითებდეს.

ეს აღმოჩენა მეცნიერებმა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებზე დაკვირვებით გააკეთეს.

imageკვლევამ უჩვენა, რომ მაღალი სტუდენტები უფრო კარგი მოსწრებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე მათი დაბალი თანატოლები.

და ბოლოს, ცაციები გაცილებით უფრო განვითარებული ინტელექტუალური უნარებით გამოირჩევიან, ვიდრე მემარჯვენეები.

image

0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0