სხვა როგორ მოვიხსნათ სტრესი ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების გარეშე 2020, 18 ივლისი, 14:55 დღეისათვის ადამიანები ძალიან ხშირად განიცდიან სასოწარკვეთასა და სტრესს. როდესაც ჩვენ უარყოფითი ფიზიკური და მორალური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ ვართ, ვგრძნობთ დაღლილობას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, ვერ ვახერხებთ ყურადღების კონცენტრირებას მნიშვნელოვან საკითხებზე და მუდმივად ვღელავთ რაიმეზე. სტრესთან გამკლავების მარტივი და ეფექტური გზები არსებობს, აი რამოდენიმე მათგანი:
მხიარული ვიდეოს ყურება. მოკლე, სასაცილო ან თუნდაც სულელურმა ვიდეომ შესაძლებელია შეგიმსუბუქოთ სტრესი და გადაღლილ ტვინს დასვებების საშუალება მისცეს. იუმორი ასევე ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდას. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლეთაც პერიოდულად გაადააქვთ ყურადღება სამუშაოდან სასაცილო ვიდოებზე უფრო სწრაფად ართმევენ თავს რთულ ამოცანებს. ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი შეიცავს ამინომჟავას, რომელსაც შეუძლია შეამციროს ორგანიზმის სტრესული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სირთულეების წინაშე დგას. მწვანე ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ფორთოხლის სურნელი. 2012 წელს ბრაზილიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფორთოხლის სუნმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესი. სტრესის შესამსუბუქებლად, წაისვით ფორთოხლის ეთერზეთი, ან უბრალოდ გაჭერით ახალი ფორთოხალი და დატკბით მისი არომატით. ბურთის დარტყმა იატაკისთვის. ნებისმიერი განმეორებადი მოძრაობა, როგორიცაა: სიარული, იატაკზე ან კედელზე ბურთის დარტყმა, ქსოვა, ხატვა, ფერწერა, ველოსიპედით მოძრაობა დაგეხმარებათ განტვირთვაში. ერთი მოქმედების მუდმივი განმეორება აიძულებს ტვინს კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულ აქტივობაზე, მოიშოროს ნეგატიური ფიქრები და უსიამოვნებები. მზეში გასეირნება. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ მზიან ამინდში და მუშაობენ მზის ნათელ შუქზე, ნაკლებად განიცდიან სტრესს და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს, უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტს, ნაკლებად იმატებენ წონაში. თავსატეხის ამოხსნა. ისეთი გონებრივი თავსატეხების ამოხსნა, როგორიცაა მაგალითად კროსვორდის შევსება, სუდუკუ და სხვა... შესანიშნავი საშუალებაა დასასვენებლად და სტრესისთვის თავის დასაღწევად. საყვარელი მუსიკა. ავსტრალიურმა კვლევამ დაადგინა, რომ რთული დავალების შესრულებისას მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში, შფოთვის შემსუბუქებაში, არტერიული წნევის დაქვეითებაში, გულისცემის და სტრესის ჰორმონის დონის ნორმალიზებაში. ხელების მასაჟი. სტრესის დასაძლევად სულაც არ არის აუცილებელი მასაჟის სიანსებზე ჩაწერა, ხელების მასაჟი დაგეხმარებათ მოდუნდეთ და შეამციროთ შფოთვა, მასაჟის გაკეთება სამუშაო აგილზევე შეგიძლიათ. ღრმა სუნთქვა. ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ანელებს გულის რიტმს, ამცირებს წნევას და ნორმალიზდება სტრესის ჰორმონის დონე. სხეულის ჟანგბადით მომარაგებით, ღრმა სუნთქვა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. გასეირნება შინაურ ცხოველთან ერთად. შინაურ ცხოველთა პატრონების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სატვარელ არსებასთან დროის გატარება ამცირებს სტრესს. ძაღლები, კატები და სხვა შინაური ცხოველები გვიმაღლებენ განწყობას, გვეხმარებიან დავძლიოთ დაძაბულობა. აკვარეუმი სახლში ასევე ხნის სტრესს. 36 2-ს მოსწონს
|