სხვა არაჩვეულებრივი შემთხვევა მოხდა ამერიკის ერთ-ერთ სილამაზის სალონში 2020, 16 ივლისი, 12:04 აშშ-ში ქალაქ სპრინგფილდის(შტატი მისური) სილამაზის სალონში კორონავირუსით დაინფიცირდა ორი პარიკმახერი, რომლებიც როგორც გაირკვა, 139 კლიენტს მოემსახურნენ, სანამ საკუთარი დიაგნოზის შესახებ გაიგებდნენ, თუმცა არცერთ მათ კლიენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ამის შესახებ იტყობინება BBC. სალონში ყველა უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, შესაბამისი დისტანცია სავარძლებს შორის და რაც მთავარია სტილისტები, ისევე როგორც კლიენტები, პირბადით უნდა ყოფილიყვნენ. როდესაც ცნობილი გახდა ორი სტილისტის დაინფიცირების ამბავი, ხელისუფლებამ ყველას, ვისაც შეხება ჰქონდათ მათთან, უფასო ტესტირება შესთავაზა, 67 ადამიანმა ჩაიტარა ტესტირება, ყველას პასუხი უარყოფითი იყო, ამის გარდა დანარჩენ თანამშრომელს და კლიენტს ორკვიარიან თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ და რა დროსაც არცერთ მათგანს არ გამოუვლინდა ვირუსის სიმპტომები. ამასობაში ამერიკული კომპანია Moderna -მ განაცხადა, რომ 27 ივლისს იწყებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის დასკვნით ფაზას, ფირმას იმედი აქვს, რომ გამოცდაში მონაწილეობას მიიღებს 30 000 მოხალისე, აქედან ნახევარს გაუკეთებენ ვაქცინას, ხოლო მეორე ნახევარს პლაცებოს. clinicaltrials.go-ს ინფორმაციით კლინიკური გამოცდა გაგრძელდება 2022 წლის ოქტომბრამდე, ვაქცინის დამამაზადებლებს სურთ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას წინ აღუდგეს ინფექციას და შეაჩეროს ვირუსის გამწვავება, იმათში, ვინც უკვე დაინფიცირებულია. ვაქცინა წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გამოიწვევს რაიმე გართულებებს და სრულიად უსაფრთხო იქნება პაციენტებისათის. 297 5-ს მოსწონს
|