x
image
გემი დალანდი
რომელი ცხოველი ხართ ინდური ჰოროსკოპით და როგორია თქვენი დახასიათება
image

ინდური ჰოროსკოპის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მისი შედგენისას მზის გარდა სხვა ვარსკვლავების მდებარეობასაც ითვალისწინებენ. სწორედ ამიტომ, დაბადების თარიღის მიხედვით შედგენილი ინდური ჰოროსკოპი მსოფლიოში ყველაზე ზუსტადაა მიჩნეული.

imageზამთრის ნიშნები

1. დაბადების თარიღი 02.12–14.12, ზოდიაქოს ნიშანი-ხარირემი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან პატივმოყვარეები და ამბიციურები არიან. ისინი ყოველთვის აღწევენ სასურველს, თუმცა პრინციპი “მიზნის მიღწევა ყველაფრის ფასად"-მათ არ ახასიათებთ. არ უყვართ ინტრიგების ხლართვა და არც მახეს უგებენ გარშემომყოფებს.


image

2.დაბადების თარიღი:15.12–27.12 , ზოდიაქოს ნიშანი-ძაღლი (მამრ.)

ეს ადამიანები გამბედაობით და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ადვილად ხდებიან ნებისმიერ კამპანიაში “თავისიანი" და ყველა სიტუაციაში შეუძლიათ საკუთარი დანიშნულების გამონახვაც.

ყოველთვის აქვთ ახალი იდეები, რისი წყალობითაც გარშემომყოფებისთვის შთაგონების წყაროდაც გვევლინებიან.


3.დაბადების თარიღი:28.12–10.01, ზოდიაქოს ნიშანი-მდედრი მაიმუნი

მათი დამახასიათებელი თვისებაა შეუპოვრობა. ყველაფერზე აქვთ საკუთარი აზრი, რომელსაც ვერ გადაათქმევინებთ.

image

4.დაბადების თარიღი: 11.01–23.01, ზოდიაქოს ნიშანი-მანგუსტი

მანგუსტები ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან იწყებენ ყველაფრის გაიდეალებას. ურთიერთობაში თავისუფლება ახასიათებთ და სამსახურში შესაშური მიზანსწრაფულობით გამოირჩევიან.


5.დაბადების თარიღი:24.01–05.02, ზოდიაქოს ნიშანი-ანთარი (ერთგვარი მაიმუნი)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთი შეხედვით ცივები და ჩაკეტილები ჩანან, სინამდვილეში კი მათი გარეგნობა ძალიან მგრძნობიარე სულს მალავს. უყვართ მარტოობა, თავის ცხოვრებაზე ფიქრი და ფილოსოფოსობა. მათთვის ცხოვრებაში მთავარია სულიერი განვითარება და ღრმად სწამთ, რომ ადამიანი ყოველ დღე უკეთესობისკენ უნდა იცვლებოდეს.

image

6.დაბადების თარიღი:6.02–18.02, ზოდიაქოს ნიშანი-ძუ ლომი

მათ რაც გამოარჩევთ, ესაა ქარიზმა და მჭევრმეტყველება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად უკავშირებენ თავის ცხოვრებას ქველმოქმედებას. ალბათ იმიტომ, რომ ეს ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე კეთილია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.


7.დაბადების თარიღი:19.02–03.03, ზოდიაქოს ნიშანი-ჭაკი ცხენი

ცხენები, ძუ ლომისგან განსხვავებით, ემოციებს სახალხოდ არ ამჟღავნებენ, ამიტომ უცნობ ადამიანებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ისინი თავშეკავებულნი და კონსერვატორები არიან. ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა კი იციან, რომ ეს ადამიანები ვნებების ოკეანს მალავენ. მათი მთავარი მიზანის სწორად ამოიცნონ თავისი მეორე ნახევარი და ნამდვილი სიყვარული იპოვონ.


გაზაფხულის ნიშნები

1.დაბადების თარიღი:04.03–16.03, ზოდიაქოს ნიშანი-ხვადი ლომი

ლომებიც, ძუ ლომების მსგავსად, არტისტიზმით გამოირჩევიან. ემოციურები და ტემპერამენტიანები არიან. არ უშინდებიან იმედგაცრუებებს და ერთი დღით ცხოვრობენ. ხოლო საკუთარ მიმზიდველობაში თავდაჯერებულობა კი საწინააღმდეგო სქესს მაგნიტივით იზიდავას.image

2.დაბადების თარიღი:17.03–30.03, ზოდიაქოს ნიშანი-ძროხა

ამ ადამიანებმა კარგად იციან რა სურთ ცხოვრებისგან. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში კი უსაზღვრო სიბრძნის და მოთმინების გამოჩენა შეუძლიათ.


3.დაბადების თარიღი:31.03–12.04, ზოდიაქოს ნიშანიდედალი სპილო

ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე გულუხვ და გულწრფელ ადამიანებად ითვლებიან ინდურ ჰოროსკოპში. თუმცა, თავდაჯერება აკლიათ და ამის გამო გარშემომყოფები ეჭვიან და მშფოთვარე ადამიანებად თვლიან.

image

4.დაბადების თარიღი:13.04–27.04, ზოდიაქოს ნიშანი-ულაყი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან გულღია ადამიანები არიან და წარმატებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება, თუმცა არც წარმატების მიღწევის რაიმე კონკრეტული გეგმა გააჩნიათ. ის მოტივები კი, რაც მათ ამოძრავებთ, სინათლის სიჩქარით იცვლებიან.


5.დაბადების თარიღი:28.04–10.05, ზოდიაქოს ნიშანი-მამალი სპილო

სპილოები დიდი ამბიციურობით და ამტანობით გამოირჩევიან. ცხოვრებაში ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებენ.


6.დაბადების თარიღი:11.05–24.05, ზოდიაქოს ნიშანი-ცხვარი

თვისებები, რომელიც მათ გამოარჩევთ, არის:სიმშვიდე და ზომიერება. ნებისმიერ საქმეში ძალიან ადვილად შეუძლიათ პირველობა თავის პარტნიორს დაუთმონ. თუმცა, მათი გულის მოგება ყველას როდი შეუძლია.


7.დაბადების თარიღი: 25.05–07.06, ზოდიაქოს ნიშანი- გველი (მამრ.)

რაც შეეხება გამ ნიშანს-ინდურ ჰოროსკოპში ის ყველაზე მგრძნობიარე ნიშნადაა მიჩნეული.


ზაფხულის ნიშნები

1.დაბადების თარიღი:08.06–20.06, ზოდიაქოს ნიშანი-გველი (მდედრ.)

მათთვის ცხოვრების მიზანია მიბაძვის ობიექტი გახდნენ. მოსწონთ ძალაუფლების შეგრძნება. გარშემომყოფების აზრი კი დიდად არ აინტერესებთ.

image

2.დაბადების თარიღი: 21.06–05.07, ზოდიაქოს ნიშანი-ძაღლი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან გულისხმიერი ადამიანები არიან. არავის შეუძლია მძიმე წუთებში ისეთი თანადგომის გამოჩენა, როგორიც ამ ნიშანს ახასიათებს.


3.დაბადების თარიღი: 06.07–19.07, ზოდიაქოს ნიშანი-კატა (მდედრ.)

ძალიან ტაქტიანი და კეთილგანწყობილი ადამიანები არიან.გარშემომყოფებში ამის გამო სიმპათიით სარგებლობენ. კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით მათი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. არ უყვართ ხმაურიანი კამპანიები, სახლში ყოფნა და სიმყუდროვე მოსწონთ.

image

4.დაბადების თარიღი:20.07–01.08, ზოდიაქოს ნიშანი-ცხვარი

ამ ნიშნის წარმომადგენლები გულღია ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თუმცა თავის ჭეშმარიტ გრძნობებს და შეხედულებებს ისინი სახალხოდ არასდროს გამოფენენ. მათ სხვებისგან ისიც გამოარჩევთ, რომ საკუთარი თავის და ძალების იმედი აქვთ.


5.დაბადების თარიღი:02.08–15.08, ზოდიაქოს ნიშანი-ხვადი კატა

ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე ნიშანია, რაც კი ინდურ ჰოროსკოპში მოიძებნება. უყვართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა.

image

6.დაბადების თარიღი:16.08–29.08.ზოდიაქოს ნიშანი-დედალი ვირთხა

ამ ადამიანებს ცხოვრება ყველა მისი გამოვლინებით უყვართ. საჭიროების შემთხვევაში მცირედითაც შეუძლიათ დაკმაყოფილდნენ. თუმცა მათთვის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია.


7.დაბადების თარიღი:30.08–12.09, ზოდიაქოს ნიშანი-მამალი ვირთხა

რაც შეეხება ამ ნიშნის წარმომადგენლებს, მათ რაციონალობა და ანგარიშიანობა ახასიათებთ. მათთვის პრიორიტეტულია საკუთარი და ახლობლების კეთილდღეობაც.



შემოდგომის ნიშნები

1.დაბადების თარიღი:13.09–25.09, ზოდიაქოს ნიშანი-ხარი

ხარებს სტაბილურობა უყვართ. სპონტანური მოგზაურობა სხვა ქვეყანაში-მათთვის არაა. ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება მათთვის დიდი სტრესია, ამიტომ საიმედო პარტნიორს ეძებენ-იდეალურს და ცხოვრებაში ერთადერთს.

image

2.დაბადების თარიღი:26.09–09.10, ზოდიაქოს ნიშანი-ფურკამეჩი

წარმოუდგენლად მომხიბვლელი და გულკეთილი ადამიანები არიან. ახასიათებთ ხშირი ცვლილებებებისადმი მიდრეკილება.


3.დაბადების თარიღი:10.10–22.10, ზოდიაქოს ნიშანი-ძუ ვეფხვი

ვეფხვებს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონთ. ხელოვნების დიდი თაყვანისმცემლები არიან და შესანიშნავად ერკვევიან მოდაში. მათი მთავარი გატაცება კი-მძაფრი შეგრძნებებია.

image

4.დაბადების თარიღი:23.10–05.11, ზოდიაქოს ნიშანი-ხარკამეჩი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ წარმატებულნი იყონ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ. ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებიან, რასაც გარშემომყოფნიც აღიარებენ.

5.დაბადების თარიღი:06.11–18.11, ხვადი ვეფხვი

ეს ადამიანები დიდი ამბიციურობით გამოირჩევიან. დასახული მიზნის მისაღწევად შეუძლიათ ძილიც კი დაივიწყონ.image

6.დაბადების თარიღი: 19.11–01.12, ზოდიაქოს ნიშანი-შველი

ამ ადამიანებისთვის მთავარია სულიერება. თავისი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩევიან, მაგრამ ეს ოპტიმიზმი ზოგჯერ იმას მალავს, რაც მათ სულში ხდება.






0
900
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0