ანეკდოტები ლუდით სათქმელი სადღეგრძელოები 2020, 13 ივლისი, 11:55
*იმ ცოლ-ქმარს გაუმარჯოს ლოგინში რომ წვანან და ორივე კაცზე ფიქრობს*
* იმ ქართველს კაცს გაუმარჯოს 23 ნოემბერს, გიორგობაზე ვაჟი რომ შეეძინება და ხულიოს დაარქმევს. *იმ კაცს გაუმარჯოს თურქეთიდან გამოგზავნილი ცოლის ფულით რომ ბორდელში წავა* *ამით იმ კაცს გაუმარჯოს აღდგომის დღეს, დედის საფლავის ნაცვლად სიდედრის საფლავს რომ დაიტირებს* ***ეს იმ ქართველს გაუმარჯოს საქართველოს ნაკრების თამაშზე ბრაზილიის ფორმით რომ გამოცხადდება. ***იმ კაცს გაუმარჯოს კანარის კუნძულებზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში რომ ისვენებს, ხოლო მშობლები მოხუცთა სახლში ჰყავს მიბარებული. ***იმ სიძეს გაუმარჯოს, ქართულ ქორწილში პატარძალს "მაზურკის" ცეკვით რომ გამოიწვევს. *** იმ მამამთილს გაუმარჯოს, რძალს მოკლე კაბას რომ ჩააცვამს და მოკლე "პოლის" ჯოხს დააჭერინებს .***ამით იმ კაცს გაუმარჯოს, სიდედრს დედას რომ ეძახის და "ზაპოროჟეცს" მანქანას. ***იმ კაცს გაუმარჯოს, ძმისგან ვალს პროცენტით რომ დაიბრუნებს ***ეს იმ კაცს გაუმარჯოს მერსედესი რომ ყავს და სხვისი ზაპოროჟეცი შეშურდება ***ამით კიდევ ცოლის გვარზე გადასულ კაცს გაუმარჯოს. ***ეს იმ კახელს გაუმარჯოს, შვილის ნიშნობაზე სტუმრებს მოლდავური ღვინით რომ დაათრობს. ***იმ კაცს გაუმარჯოს, შუა ზამთარში კაზინოში რომ პალტოს წააგებს. ***იმ ქართველ მამას გაუმარჯოს ბიჭს რომ გაათხოვებს. ***ამით იმ მილიონერს გაუმარჯოს, მანქანის ქვეშ ხურდა რომ შეუგორდება და გამოღებაზე დაიწყებს ჩალიჩს*** ****ეს იმ კაცს გაუმარჯოს, სიმამრს რომ მერსედესს აჩუქებს, ხოლო მამას მეტროს ტალონს უყიდის *** იმ დედა-შვილს გაუმარჯოს, ერთად რომ დადიან 331 3-ს მოსწონს
|