მსოფლიო როგორ აღნიშნეს კარანტინის დასრულება ბრიტანელებმა (ფოტოკოლაჟი) 2020, 12 ივლისი, 16:48 დიდი ბრიტანეთი შაბათს ხელახლა გაიხსნა და "ნისლიანი ალბიონის" მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ, ქუჩაში გასულიყვნენ, რათა აღენიშნათ კოვიდ-19-ის ტყვეობიდან “განთავისუფლება” და შეესვათ შესაბამისი სადღეგრძელოები მათთვის საყვარელ და მონატრებულ პაბებში. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ბრიტანელებმა ამ დღეებში დალიეს 7 მილიონ ლიტრზე მეტი ღვინო, ლუდი, არაყი, სიდრი, ვისკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები რომელთა ფასები ამასობაში რეკორდულად არის გაზრდილი. ბრიტანეთში კორონავირუსით პანდემიის განმავლობაში სულ დაინფიცირდა 288 953 ადამიანი, საიდანაც 44 738 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლინდა კოვიდ-19-ის 820 ახალი შემთხვევა. როგორც ექსპერტები საუბრობენ, მოსალოდნელია კორონავირუსის მეორე ტალღა და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ბრიტანეთი ბევრად უფრო დიდი ხნითაც კი დაიკეტოს, ვიდრე ეს მოხდა ეპიდემიის პირველი ტალღის გავრცელების შემთხვევაში. უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამად სტაციონარში მკურნალობას 14 000-ზე მეტი პაციენტი გადის. ბრიტანეთში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ბორის ჯონსონის მთავრობამ დროულად არ მიიღო აქტიური ზომები ეპიდემიის შესაჩერებლად და მხოლოდ უმკაცრესი საკარანტინე წესების შემოღებით მოხერხდა კორონავირუსის აღმავლობის შეჩერება. როგორც ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, წინ ბრიტანეთს უმძიმესი შემოდგომა და ზამთარი ელის. საქმე იმაშია, რომ 4 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე კორონავირუსი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და 10-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ზაფხულში. ამიტომ ბრიტანელების აღტყინება და სიფრთხილის ყოველგვარი ღონისძიების უგულვებელყოფა შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას, რომელიც ისედაც დიდ ტექტონიკურ რყევებს განიცდის Brexit-ის შედეგად. ევროკავშირიდან გასვლამ მკვეთრად შეამცირა ბრიტანული ეკონომიკა. დღეს ამას კორონავირუსის პირველი ტალღაც დაემატა, ხოლო ამ ფონზე ზამთრის და მეორე ტალღის გადატანა უმძიმესი იქნება. 295 შეფასება არ არის
|