სხვა როგორ განვითარდა ქალის ცხოვრება, რომელსაც ლაბრადორის ნაკბენის შედეგად უცხო ადამიანის სახე გადაუნერგეს 2020, 11 ივლისი, 12:29 ეს უცნაური ისტორია ფრანგი ქალის იზაბელ დინუარის შესახებ მოგითხრობთ, რომელმაც სახის უმეტესი ნაწილი საყვარელი ლაბრადორის წყალობით დაკარგა. ამ უბედურ შემთხვევამდე, ცოტა ხნით ადრე დინუარი მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა, რის გამოც ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდა.იმ საბედისწერო დღეს კი, იზაბელმა დასაძინებლად უამრავი საძილე საშუალება მიიღო. ერთ - ერთი ვერსიის თანახმად, პატრონის მდგომარეობით შეშინებული ძაღლი მის გაღვიძებასა და გონზე მოყვანას შეეცადა, რის დროსაც სახე საშინლად დაუსახიჩრა. წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქალს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მის თავს თუ რა უბედურება ტრიალებდა.2005 წლიდან იზაბელმა სახის გადანერგვის სულ მცირე 15 - მდე ოპერაცია გაიკეთა. საქმე იმაშია, რომ მას სხვა ქალის სახე გადაუნერგეს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ადამიანები, რომლებიც მსგავსს ოპერაციას იკეთებენ, საკუთარ გარეგნობას პრაქტიკულად ვეღარ აღიქვამენ და მას სიცოცხლის ბოლომდე ვერ ეგუებიან.მრავალი წლის განმავლობაში იზაბელი რამდენიმე სახეობის მედიკამენტს იღებდა, რომლებიც მის სხეულს უცხო კანის შეგუებაში ეხმარებოდა, თუმცა ამ ყველაფერმა კიბოს პროვოცირება გამოიწვია და 2019 წლის აპრილში, ფრანგმა ქალბატონმა ეს სამყარო ისე დატოვა რომ ახალ სახეს საბოლოოდ მაინც ვერ შეეგუა, ვინაიდან გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ ის არა თავისი საკუთარი, არამედ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა.356 1-ს მოსწონს |