x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ატარონ ქალებმა ბიუსტჰალტერი

image ბიუსტჰალტერი-ყოველდღიური გამოყენების ნივთი ქალებისათვის. როგორც კი გოგონას გაეზრდება მკერდი, ის ჩნდება მის გარდერობში და იმ დღიდანვე მკერდი ხვდება მის ტყვეობაში მინიმუმ 50 წლით მაინც. თქვენ ალბათ გიფიქრიათ, რომ ბიუსტჰალტერის ტარება ხშირად მოუხერხებელია, მეტიც შემაწუხებელიცაა, მაგრამ ანგარიშს უწევთ საზოგადოების აზრს-მისი ტარება აუცილებელია, სხვები ხომ ატარებენ შენც უნდა ატარო და ასე შემდეგ.
რატომ უნდა აკეთონ ქალებმა ის რაც მათ დისკომფორტს უქმნის? მედიკოსმა ექსპერტებმა კვლევების შემდეგ დაადგინეს 10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ატარონ ქალებმა ბიუსტჰალტერი.
1. არ იცავს მკერდს ჩამოკიდებისაგან, რაც დაამტკიცეს ფრანგმა მეცნიერებმა.
მათი თქმით ბიუსტჰალტერი არათუ არ იცავს ბიუსტს "უგულო გრავიტაციისაგან" არამედ ხშირად ზიანსაც აყენებს მას.
მკერდის კუნთები მუდმივი მოძრაობის გარეშე ატროფირდება ისევე, როგორც სხეულის სხვა ორგანოები. ბიუსტჰალტერის "ტყვეობაში" მყოფი ბიუსტი კი მოკლებულია მოძრაობას, რაც ბიუსტის სისხლით მომარაგებას ამცირებს და შესაბამისად პრობლემების რისკს აძლიერებს.
2. ბიუსტჰალტერი ამძიმებს სუნთქვას, როცა ის ზედმიწევნით ზუსტად და კარგად არაა მორგებული ბიუსტზე, დიდი ძალით აწვება ბიუსტს და მის კუნთებს, რაც ქალს ხელს უშლის ისუნთქოს მთელი მკერდით.
თუ ბიუსტზე დაინახეთ წითელი ხაზები ეგრევე მოიშორეთ აღნიშნული ბიუსტჰალტერი.
3. ბიუსტჰალტერი აყენებს ტკივილს.
დიდი ბიუსტის მქონე ქალები ხშირად უჩივიან ტკივილს მხრებში და კისრის არეში, რომელიც გადის, როგორც კი იხსნიან ბიუსტჰალტერს.
ბიუსტჰალტერის ზონარი, რომელიც ქალის მხრებზე გადადის აზიანებს მას და იწვევს ტკივილს, მაშ რა საჭიროა ნივთი, რომელიც ტკივილს გაყენებთ?
4. რთულია მოძებნო. არაა ადვილი მოძებნო შესაფერისი ბიუსტჰალტერი, მისი სწორად შერჩევა მთელი მეცნიერებაა.
იდეალური ბიუსტჰალტერის ძებნაში შეიძლება ათეულობით მაღაზია შემოიაროთ და მაინც ვერ იპოვოთ ყველა პარამეტრით შესაბამისი ბიუსტჰალტერი.
ბოლოს იძულებული ხარ მაინც იყიდო, თუმცა სახლში მისული აღმოაჩენ, რომ ეს ის არაა რაც გინდოდა.
5. ხარისხიანი ბიუსტჰალტერი ძვირი ღირს, რადგან ძვირფასი მასალისგან მზადდება. მაშ რა საჭიროა ზედმეტი ხარჯი, როცა იმ ფულით შეგიძლიათ რამდენიმეჯერ წახვიდეთ თეატრში ან იყიდოთ მაღალი ხარისხის პომადა?
6. ტანსაცმლის შერჩევისას ზღუდავს ქალს, თქვენ იძულებული ხართ უარი თქვათ დეკოლტიან კაბაზე ან ტანსაცმელზე, რომელშიც ზურგი მოშიშვლებული გექნებათ, რადგან დეკოლტიდან "ამომხტარი" ბიუსტჰალტერი უადგილოდ იქნება "ჩაკვეხებული", ხოლო ღია ზურგზე ბიუსტჰალტერის შესაკვრელი არცთუ ლამაზი სანახავი იქნება.
რატომ უნდა იწვალოთ ბიუსტჰალტერის გამო? აიღეთ და გააგზავნეთ "ჯანდაბაში".
თუ უხერხულობას გიქმნით ტანსაცმლიდან "მომზირალი" ძუძუსთავები შეგიძლიათ გამოიყენოთ მისაკრავი სპეციალური საშუალებები.
7. კარადაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს სხვადასხვა ფერის ბიუსტჰალტერი და მათ მიაქვთ საჭირო და სრულიად უდანაშაულო ტრუსების ადგილი.
რა საჭიროა ადგილი დაუთმო ნივთს, რომელიც უსარგებლოა?
8. აფუჭებს რომანტიულ წუთებს.
მამაკაცებს არ უყვართ იმ დაუვიწყარ დროს თუნდაც წამების დაკარგვა ქალის ბიუსტჰალტერის გახსნაში. ნუ ჩააყენებთ საყვარელ მამაკაცს უხერხულ სიტუაციაში და მოიშორეთ ბიუსტჰალტერი, რომანტიულად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა აუცილებლად დამთავრდება ჰარმონიული სექსუალური ტკბობით.
არც იმაზე ფიქრი მოგიწევთ, მამაკაცის ხედვით იყო თუ არა შეხამებული ბიუსტჰალტერი და ტრუსი ერთმანეთთან.
9. ბიუსტჰალტერის აქსესუარები ანადგურებს ყველაფერს რასაც კი ეხება, მოგეხსენებათ ბიუსტჰალტერს აქვს რკინის და პოლიეთილენის დეტალები.
კი შეიძლება ბიუსტჰალტერი ცალკე გარეცხოთ, მაგრამ დამეთანხმებით ეს ზედმეტი ხარჯია.
10. ბიუსტჰალტერი ლახავს ქალის უფლებებს.
ბიუსტჰალტერი პატრიარქალური პერიოდის აქსესუარია, როცა ქალებს უშლიდნენ ევლოთ "მოთიმთიმე" ბიუსტით, რადგან ეს საზოგადოების უპატივცემულობად აღიქმებოდა.
ბიუსტი აქვს ნებისმიერ ქალს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს მის ზმომას, რა საჭიროა მისი დაფარვა პოროლონის სქელი ფენით?
ქალის ბიუსტი სხეულის განუყოფელი ნაწილია და არანაირი აუცილებლობა არაა ტანსაცმლის შიგნითაც კი ის "გალიაში" მოვათავსოთ.
არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ ქალის ბიუსტი თავისუფლად "ითამაშებს" ტანსაცმლის ქვეშ, ამით ქალი ამცირებს მკერდის კიბოს ალბათობას მთელი 50-ი პროცენტით, დამეთანხმებით მცირე პროცენტი ნამდვილად არაა.
დამიჯერეთ, თუ თქვენ შეწყვეტთ ბიუსტჰალტერის გამოყენებას, სამყარო ამით არ განადგურდება.
რაც ყველაზე მთავარია-თქვენ ატარებთ თუ არა ბიუსტჰალტერს ეს თქვენი საქმეა და თქვენი გადასაწყვეტია ატარებთ მას თუ არა, არავის აქვს უფლება მოგთხოვოთ მისი ტარება.

0
427
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
427