x
image
ლურჯი თოლია
“Georgian Airways”-ის ბორტგამცილებლები მთავრობის წინააღმდეგ: "ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულს"...

ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ბორტგამცილებლების სამსახურის თანამშრომელები განცხადებას ავრცელებენ:

image„წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, მაგრამ ქართველი ხალხისა, და მათ შორის, ჩვენს მიერ არჩეული მთავრობა “Georgian Airways”-სა და ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებს უსამართლოდ გვექცევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ინტერესების იგნორირებით ხდება უცხოური ავიაკომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭება საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ამას ვაფასებთ არა როგორც ჩვენი და ჩვენი ოჯახების წინაშე ჩადენილ დანაშაულს, არამედ, როგორც ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ჩვენი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფას და ჩვენს უმუშევრად დატოვებას არ შევეგუებით. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით ნებადართულ ყველა საშუალებას პროტესტის გამოსათქმელად, ჩვენს საბოლოო დამოკიდებულებას კი არჩევნებშიც დავაფიქსირებთ, “-აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, “Georgian Airways”-ის ბორტგამცილებლები აპირებენ კანონით ნებადართულ ყველა საშუალება გამოიყენონ პროტესტის გამოსათქმელად.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0