x
image
არჩილ ვერულიძე
5 ცნობილი ადამიანი, რომელთაც დაბადებისას ტყუპისცალი ჰყავდათ
გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: ყველა ამ ცნობილ ადამიანს ჰყავდა ტყუპისცალი. მათ დაკარგეს ძმა ან და დაბადებიდან ძალიან მალე.


ელვის პრესლი.

ელვის პრესლი

ჯესი გარონ პრესლი დაიბადა 35 წუთით ადრე ვიდრე მისი ცნობილი ძმა. სამწუხაროდ დაბადებიდან მალევე პატარა გარდაიცვალა. ბიოგრაფების თქმით ის იქცა მოხეტიალე სულად, რომელიც მუდამ თანდევდა ელვის პრესლის.



სოფი ტერნერი.

სოფი ტერნერი

სერიალ « სამეფო კარის თამაშები» ვარსკვლავს სოფი ტერნეტს არასოდეს უნახავს თავისი და - ტყუპისცალი. ინტერვიუში გამოცემა «Hollywood» - თან მსახიობმა აღიარა, რომ დედას მუცელი მოეშალა რის შედეგადაც ტყუპისცალი გარდაიცვალა თვით სოფი კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ტერნერი დრემდე გრძობს ამ დანაკარგს. «მე მყავს ორი უფროსი ძმა, ჩვენ თითქმის თანატოლები ვართ, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობ, რომ ვიღაც მაკლია» განაცხადა სოფიმ.


ენდი გარსია.

ენდი გარსია

ამ მსახიობის ისტორია კიდევ უფრო გასაოცარია, ენდი გარსია დაიბადა სიამის ყტუპების სინდრომით, რომელიც მის მხარზე იზრდებოდა და ტენისის ბურთისოდენა იყო. ჩანასახი მოშორებულ იქნა ქირურგიული ჩარევით. ამის შესახებ ენდი ჯერ კივევ მოზარდობის წლებში ყვებოდა.


ჯიმ ბროდბენტი

ჯიმ ბროდბენტი

ჯიმ ბროდბენტის ტყუფისცალი და დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. « გამიგია, რომ როდესაც ერთერთი ტყუპისცალთაგანი კვდება მეორე მის თვისებებს იძენს. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ვარ მე ინტროვერტი და ექსტროვერტიც ამავდროულად, მერყევი და სასოწარკვეთილი, ურყევი და დაუცველი.» განაცხადა მსახიობმა ერთერთ ინტერვიუში.


დიეგო რივერა.

დიეგო რივერა - მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს მეუღლე, მან თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად წელიწადნახევარი იცხოვრა. საუბედუროდ ბავშვი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ასეთივე ბედი ეწია რივერების პირველ შვილს, რომელიც ორი წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

ბუნება დაუნდობელია არასოდეს იცი რომელი მხრიდან უნდა ელოდო დარტყმას. და თუ ერთთათვის დანაკარგი შედარებით უმტკივნეულო აღმოჩნდა, სხვისთვის ბიოგრაფიის ამ ფაქტმა მთელი ცხოვრება შეცვალა.


0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0