x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო" – ჩერგოლეიშვილი პატარაიაზე

image


გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი და პოლიტიკური კომენტატორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ფეისბუქ სტატუსს ეხმაურება და მას "თავხედ ჰიპოკრიტს" უწოდეს. შეგახსნებთ, რომ პატარაიამ "ტაბულას" მიერ სურამში, მეუღლის მიერ მოკლული ცოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო პოსტი მიუძღვნა, სადაც ჟურნალისტებს უკვე მერამდენედ ფემიციდის არასწორად გაშუქებაში დასდო ბრალი, რასაც "ტაბულას" დამფუძნებლის საპასუხო სტატუსიც მოჰყვა. ჩერგოლეიშვილის თქმით, მათ სინამდვილეში ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ, არამედ თავისთვის უნდათ როგორც კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც, ასევე "ტოქსიკური მასკულინობაც": "ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს. მიშა სააკაშვილის "მემემემემე" -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს. ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ "დიად ბაიას" არ დაუჯერეს. გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო. ამ ხალხს ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ - თვითონ, თავისთვის უნდათ კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც და "ტოქსიკური მასკულინობაც" და უბრალოდ მაგას ებღაუჭებიან კომიკურად. პირველყოფილ თემურ წყობილებაში არიან. მემემემემემ ეემემემემემემემე, ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა - სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო. ახლა დგას და უდანაშაულო ხალხს ტენის მკვლელობას. ეს თავხედი ჰიპოკრიტი" - დაწერა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილმა."



0
22
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
22