x
image
გემი დალანდი
ჰორმონული დისბალანსის 9 ნიშანი
image

ჩვენს ორგანიზმში ბევრი რამ ჰორმონებზეა დამოკიდებული. მათვე აკისრიათ მთავარი როლი იმაში, თუ როგორ გამოვიყურებით.

ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე ჰორმონული დისბალანსი და როგორ ვლინდება ეს გარეგნულად.


1. აკნე


imageაკნეს მიზეზი შესაძლოა იყოს კანის არასათნადოდ მოვლა, დაუბალანსებელი კვება ან მენსტრუალური ციკლის მოახლოება. მაგრამ თუ აკნე თვქენს მუდმივ თანამგზავრად იქცა, ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, ამის მიზეზი ჰორმონებია.


2.ზედმეტი წონა

imageზოგს ადვილად გამოსდის მომატებული კილოგრამების დაკლება, ზოგი კი “ჰაერით იკვებება", ვარჯიშობს და მაინც ვერ ახერხებს გახდომას. ამის მიზეზი ჰორმონული დისბალანსია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰორმონული დისბალანსი ხელს უშლის როგორც წონის კლებას, ისე წონის მატებას.


3.დაღლილი იერი

imageჰორმონების დისბალანსი ხშირად ხდება უძილობის მიზეზი. თუმცა, ისიც კი, ვისაც 8 საათი გადაბმულად ეძინა, შესაძლოა მაინც გამოუძინებლად გამოიყურებოდეს.

ამაში ხშირად დამნაშევა ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონე. მისი კონცენტრაციის დადგენა ანალიზის მეშვეობით შეგიძლიათ.


4.ოფლიანობა

image

მომატებული ოფლიანობა ყოველთვის როდი უკავშირდება ჰორმონულ დისბალანსს. თუმცა, ჰორმონების შემოწმება არ გაწყენდათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოფლიანობას თან სდევს სიცხისა და ხუთვის შეგრძნება.


5.მუქი წრეები თვალებქვეშ

image

ვერავითარი მაკიაჟი ვერ დაგეხმარებათ მუქი წრეების გაქრობაში თუ სამი საათიც კი არ გძინებიათ. ჰორმონული დისბალანსის დროს კი ძილი ნამდვილი ფუფუნებაა. ქრონიკულმა უძილობამ მამაკაცებში შესაძლოა ტესტოსტერონის, ქალებში კი პროგესტერონის ნაკლებობა გამოიწვიოს.


6.დეპრესია

image

ჰომრონული დისბალანსი შესაძლოა დეპრესიის მიზეზი გახდეს. ქალებისთვის ასეთი მდგომარეობა ბუნებრივად ითვლება მენსტრუაციის მოახლოების პერიოდში, ფეხმძიმობისას და მენოპაუზის დროს.

აპათიის უფრო ხშირი შემთვევის დროს კი ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.


7.მკერდის ფორმის ცვლილება

image

მკერდის რბილი ქსოვილების სიმჭიდროვე ჰორმონ ესტროგენის ნაკლებობის დროს მცირდება. ამ ჰორმონის სიჭარბე კი შესაძლოა მკერდში ამოუხსნელი გამაგრებების მიზეზი გახდეს. თუ თქვენმა მკერდმა სიმკვრივე დაკარგა და რბილი ქსოვილების გამაგრებას გრძნობთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.


8.თმის ცვენა

image
თუ საუკეთესო ჰორმონები და ვიტამინებიც კი ვერ შველიან თქვენს თმის ცვენას, აუცილებლად ჩააბარეთ ჰორმონებზე ანალიზი.


9.არასასურველი თმიანობა

imageსანამ ზოგიერთი ქალი მთელი ძალებით ებრძვის თმის ცვენას, სხვები ათასგვარ საშუალებას ცდიან, რომ არასასურველი თმებისგან გათავისუფლდნენ. მუქი თმის გაჩენა სახეზე, მკერდზე, ხელის ზურგზე და სხვა არადამახასიათებელ ადგილას, ჰორმონების დარღვევაზე მიანიშნებს.

ჰორმონული ბალანსის დარღვევა ძალიან ადვილად ხდება. დისბალანსი შესაძლოა, ორგანიზმში მიმდინარე ძვრებით იყოს გამოწვეული, ან გარემო პირბების ზეგავლენით განვითარდეს. ზუსტი მიზეზის დადგენაში ექიმი-ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ. სწორედ მისი რეკომენდაციით უნდა მიიღოთ ის წამლები, რომლებიც ჰორმონების მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0