სხვა "რა მოხდა დღეს" - 4 ივლისი 2020, 4 ივლისი, 10:18 1884 წელს საფრანგეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისუფლების ქანდაკება აჩუქა. 1902 წელს დაიბადა ამერიკელი განგსტერი მაიერ ლანსკი. 1872 წელს დაიბადა ამერიკის პრეზიდენტი კალვინ კულიჯი. 2012 წელს CERN -ის დიდი ანდრონული კოლაიდერის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს საინტრესო სიგნალი, რომელიც სავარაუდოდ ჰიგსის ბოზონიდან იყო. 1946 წელს ფილიპინების რეპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ხოლო მისი პირველი პრეზიდენტი მანუელ როხასი გახდა. 1865 წელს პირველად გამოიცა ლუის კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტირაჟი მალევე ამოღებულ იქნა ხარისხის პრობლემის გამო, იმავე წლის ნოემბერში წიგნის მეორე ტირაჟი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. 1826 წელს გარდაიცვალა ამერიკის რევოლუციის ორი მთავარი ფიგურა, ამერიკის პრეზიდენტები ტომას ჯეფერსონი და ჯონ ადამსი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 50 წლის შემდეგ. 1802 წელს ნიუ-იორკში, სენტ-პოინტში გაიხსნა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია. 32 1-ს მოსწონს |