x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად
კანის არათანაბარი ფერი, ტონუსის დეფიციტი – უსიამოვნებები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ქალს აწუხებს. აქ, მთავარია – დროულად დაიწყოთ კანის მოვლა ბუნებრივი საშუალებების, კოსმეტოლოგის რჩევების და ცხოვრების სწორი წესის დახმარებით.


საიდან ჩნდება კანის არათანაბარი ფერი?

image

კანზე ცვლილებებს იწვევს სხვადასხვა მიზეზები:


1. ჰორმონალური ფონის ცვლილება, რასაც ორსულობა, სპეციალური პრეპარატების მიღება და ა.შ. იწვევს.


2. მზის სხივების გავლენა. ზაფხულში სახეზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ, რადგან მელანინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება პიგმენტური ლაქების გაჩენა გამოიწვიოს.


3. სიბერე – პროცესი, რომელიც გარდაუვალია. რამდენიმე მეთოდით სიბერის შენელებას და ასაკობრივი ლაქების გაქრობას შეძლებთ.


ეს მთავარი მიზეზებია. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი მეთოდი არსებობს.


სახის ნიღაბი პომიდვრით, ლიმონით და თაფლით

image

ნიღაბი A ვიტამინით მდიდარია. პომიდროი კანის არათანაბარ ფერს უმკლავდება. 1 სუფრის კოვზი თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი პომიდვრის წვენი აურიეთ. ნიღაბი ზუსტად 15 წუთით გაიჩერეთ. მხოლოდ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ბოლოს სახის დაბანა ცივი წყლით დაასრულეთ, რომ ფორები დაიხუროს.


ნიღაბი თაფლით და დარიჩინით

image

ნიღბის მთავარი ინგრედიენტია მუსკატის კაკალია, რომელსაც ანტიბაქტერიულ, შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი, ამდენივე მუსკატის კაკალი და ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ. ნიღაბი 30 წუთით სახეზე გაიჩერეთ და ჩამობანის დროს წრიული მოძრაობები გააკეთეთ.


ფორთოხლის წვენი და კურკუმა

image

ფორთოხალი კანს შესანიშნავად ათეთრებს და პიგმენტების გაქრობას ხელს უწყობს, ხოლო კურკუმა აუფერულებს. 1 სუფრის კოვზი კურკუმა და ამდენივე ფორთოხლის წვენი აურიეთ. ნიღაბი ზუსტად 10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.


ნიღაბი კიტრით და ლიმონის წვენით

image

კომბინაცია კანის არათანაბარ ფერს უმკლავდებს, პიგმენტურ ლაქებს და თვალების ქვეშ მუქ წრეებს ამცირებს. ნახევარი გახეხილი და ცივი კიტრი და ნახევარი ლიმონის წვენი აურიეთ. ნარევი 15 წუთით წაისვით. ლიმონის წვენით არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.


პომიდვრის რბილობი

პომიდორი A, C და K ვიტამინებით მდიდარია. ის კანის ბევრ პრობლემას უმკლავდება. თქვენ მხოლოდ 1 პომიდვრის რბილობი დაგჭირდებათ. სახეზე პომიდვრის რბილობი წაისვით და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები

image

15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს

image

ძლიერი ნიღაბი სამი ერთში: მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და კვებავს! 20 წუთში 10 წელი მოიშორეთ

image

ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება

image

დერმატოლოგი ვარ და მხოლოდ 1 მეთოდი ვიცი ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად

image

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
92