x
image
გემი დალანდი
გრიზელდა ბლანკო-ქალი,რომლის წინაშეც მაფიოზები ძრწოდნენ
თმაჭაღარა ქალი ხორცის მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მას ქილერმა მოტოციკლით ჩაუქროლა და ესროლა. გამვლელები, რომლებიც პენსიონერზე თავდასხმას შეესწრნენ, შოკში იყვნენ. მოგვიანებით გაიგეს, რომ 69 წლის ქალი კოლუმბიის ნარკომაფიის გავლენიანი ფიგურა იყო.

გრიზელდა ბლანკის სახელის ხსენებაც კი შიშს იწვევდა და ვერცერთი მაფიოზი ვერ ბედავდა მას წინ გადადგომოდა.

imageგრიზელდა ბლანკო მრისხანე და ავტორიტეტული ფიგურა იყო. მისთვის ხელის შეშლას ვერავინ ბედავდა. ნარკობარონესა, რომელიც კოლუმბიის კოკაინის ქსელს მართავდა, ყველას დაუნდობლად იშორებდა გზიდან. ამბობენ, რომ ის 250 ადამიანის სიკვდილშია გარეული, მათ შორის თავისი სამი ყოფილი ქმრის.

კოკაინის დედოფალი თვეში დაახლოებით 63 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდა ნარკოტიკების ამერიკაში გადაზიდვით. მისი ცხოვრება დაედო საფუძვლად ფილმს, რომელშიც გრიზელდას როლი კეტრინ ზეტა ჯონსმა შეასრულა. წელს კი ახალი ფილმის გადაღება იგეგმება, რომელშიც გრიზელდას ჯენიფერ ლოპესი განასახიერებს.


imageგრიზელდა კოლუმბიაში დაიბადა. დედამისი მეძავი და ალკოჰოლიკი იყო, ქალიშვილს კი პატარაობიდანვე დაუნდობლად სცემდა. იმისთვის, რომ საჭმლის ფული ეშოვა, გოგონა სამოქალაქო ომის დროს დაღუპულთათვის საფლავებს თხრიდა, პროსტიტუციას ეწეოდა და არც ქურდობაზე ამბობდა უარს.ამბობენ, რომ პირველად 11 წლის ასაკში ჩაიდინა მკვლელობა, როცა ბოროტმოქმედებს 10 წლის ბავშვისი გატაცებაში ეხმარებოდა.მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობლებმა გამოსასყიდი ვერ გადაიხადეს, ბავშვს სწორედ გრიზელდამ ესროლა.

imageკოკაინის დედოფალმა თავისი ნარკოიმპერია იმ ადამიანების სისხლზე ააშენა, რომლებიც მას წინ გადაეღობნენ. ის მკვლელებს ქირაობდა, რომლებიც მსხვერპლს მოტოციკლით სწრაფად ჩაუქროლებდნენ და ესროდნენ. ბედის ირონიით, თვითონაც ასეთი მკვლელის ხელით დაიღუპა. მისი დანაშაულებების რიგი 1985 წელს შეწყდა, როცა ის კალიფორნიაში დააკავეს. პოლიცია მას ბიბლიის კითხვისას დაადგა თავს.გრიზელდას 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“კოკაინის ნათლიდედა" თავის ძალაუფლებას იმით იმტკიცებდა, რომ პირველივე გამოწვევას მკვლელობით პასუხობდა. მას დაქირავებული მკვლელების მთელი დანაყოფი ჰყავდა- Los Pistoleros. გრიზელდას მოთხოვნა იყო, რომ ქილერებს მსხვერპლის სხეულის რაიმე ნაწილიც მოეტანათ, როგორც მისი ჯილდო. მან თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს თავისი მტრის 2 წლის შვილი. ამდენი მკვლელობის მიუხედავად, ის მხოლოდ სამი ადამიანის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ.

imageგრიზელდას შავი ქვრივის სახელითაც იცნობდნენ, რადგან ყოფილი ქმრებიც სიცოცხლეს გამოასალმა. მისი პირველი ქმარი კარლოს ტრუხილიო იყო, რომელიც საბუთებს აყალბებდა. მასთან გრიზელდას სამი ვაჟი ეყოლა, რომლებიც მოგვიანებით დაუხოცეს. 70-იანი წლების დასაწყისში ქალმა ქილერი დაიქირავა თავისი ყოფილი ქმრის მოსაკლავად, ბიზნეს-კონფლიქტის გამო.

imageმეორე ქმარი ნარკომოვაჭრე ალბერტო ბრავო იყო. სწორედ მან ჩართო გრიზელდა კოკაინით ვაჭრობაში. წყვილი ნიუ-იოკში გადასახლდა და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა დაიწყეს. 1975 წელს გრიზელდამ ქმარი ფულის მოპარვაში დაადანაშაულა და სახეში ესროლა.

imageმესამე ქმარმა დარიო სეპულვედამ გრიზელდა 1983 წელს მიატოვა და ვაჟიც თან წაიყვანა. გრიზელდამ ის კოლუმბიაში მოკლა.

imageკოკაინის დედოფალს ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა. ის მალიბუში ცხოვრობდა საკუთარ ვილაში, ფლორიდაში კი პენტჰაუზი ჰქონდა. უყვარდა ბრილიანტები და საკუთარი ბრინჯაოს ქანდაკებაც კი შეუკვეთა.

ამბობენ, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა და არც ორგიების გამართვას ერიდებოდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გრიზელდამ დანაშაულებრივ სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. 2004 წელს კოლუმბიაში მისი დეპორტირება მოხდა. ის მედელინში დასახლდა, და სიცოცხლის ბოლო წლების იქ გაატარა.

0
947
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
947
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0