მსოფლიო ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი, მოქალაქეობის შეცვლაზეც კი დაგაფიქრებთ 2020, 2 ივლისი, 15:10 წარმოშობით სლოვენიელ მელანია კნაუსს, ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ყველაზე მეტად გაუმართლდა, ვინაიდან ცხოვრებისეული ლატარიიდან მას ყველაზე იღბლიანი ბილეთი შეხვდა. 50 წლის წინ, იუგოსლავიის ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებული გოგონა მსოფლიოს ერთი - ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის პირველ ლედად იქცა.მელანია კნაუსი სლოვენიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნოვო - მესტოში 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა, სადაც ლუბლიანას უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონამ მოდელად მუშაობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან დაიწყო, დამწყებ მოდელს არჩეული პროფესია ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა.მელანია მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების შოუებში მონაწილეობას მოზარდობის ასაკიდან სისტემატურად იღებდა და ისეთი გავლენიანი გამოცემების გარეკანისთვის პოზირებდა როგორებიც - "Vogue", "Harper's Bazaar" და "Vanity Fair" - ია.2000 წელს ჟურნალმა "Sports Illustrated Swimsuit Issue" მელანიას საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რაც უკვე დიდ წარმატებას ნიშნავდა.იმავე წლის იანვარში კი, მოდელი ამჯერად უკვე ბრიტანული "GQ" - ის გარეკანისთვის გაშიშვლდა.დონალდმა და მელანიამ ერთმანეთი 1999 წელს გაიცნეს, მაშინ ამერიკის მომავალი პირველი ლედი ჟურნალ "Allure" - თან საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა და ასევე ნიუ - იორკის მოდის კვირეულებში სულ უფრო ხშირად მონაწილეობდა.წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მათ ქორწილში სტუმრებს შორის თავად ჰილარი კლინტონიც კი იმყოფებოდა. ერთი წლის შემდეგ, ტრამპებს ვაჟი, ბერონი შეეძინათ, რომელიც მელანიასთვის პირველი, დონალდ ტრამპისთვის კი მეხუთე შვილია.ამერიკის შეერთებული შტატების 45 -ე პრეზიდენტის წინასარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ტრამპის მოწინააღმდეგეებმა "GQ"- სა და ფრანგულ "Max" - ში გამოქვეყნებული მელანიას შიშველი ფოტოები ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გამოაქვეყნეს, რათა როგორმე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინათ, თუმცა ამაოდ.
2519 შეფასება არ არის |