შოუბიზნესი ალსუს მანიაკი დასდევს 2012, 14 აგვისტო, 9:52 ცნობილ მომღერალ, ალსუს, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ემუქრება. ჯერ კიდევ, რამოდენიმე წლის წინ გახდა ალსუ ამ მანიაკის მსხვერპლი. ეს მამაკაცი ურეკავდა ვარსკვლავს და ემუქრებოდა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა მის ქმარს და მამას. თაყვანისმცემელი ოცნებობდა, ალსუ თავისი ცოლის ამპლუაში ეხილა. მაშინ მანიაკის დაპატიმრება შეძლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობის კურსი გაიარა. ახლა კი მანიაკი დაბრუნდა სახლში და კვლავ ცდილობს მომღერალთან დაკავშირებას. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მასთან იქნება ალსუ ბედნიერი. ფანატის თქმით, იგი თავის გარდაცვლილ დედას ესაუბრა და შეპირდა მას რომ ალსუს ცოლად მოიყვანდა. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნება მომღერალი, რომელსაც ეგონა რომ სამუდამოდ განთავისუფლდა მანიაკისგან, მაგრამ ის ისევ დაბრუნდა და ალსუს მოსვენებას არ აძლევს. 107 4-ს მოსწონს
|