სხვა "რა მოხდა დღეს" - 25 ივნისი 2020, 25 ივნისი, 10:40 1852 წელს დაიბადა ესპანელი არქიტექტორი ანტონი გაუდი. 1903 წელს დაიბადა ბრიტანელი მწერალი ჯორჯ ორუელი. 2009 წელს გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე მაიკლ ჯექსონი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი იყო, როგორც "პოპის მეფე". 2009 წელს სიმსივნით გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი ფარა ფავკეტი, რომელიც პოპულარული პოსტერის სურათით გახდა, ხოლო მოგვიანებით შეასრულა როლი Charlie's Angels-ში. 1961 წელს დაიბადა კომედიანტი და მსახიობი რიკი გერვაისი, რომლის სამსახიობო ბიოგრაფიაშია ცნობილი სერიალი The Office. 1947 წელს ნიდერლანდებში პირველად გამოიცა ანა ფრაკის დღიური, რომელსაც თავდაპირველად "Het Achterhuis " სახელწოდებით. 1910 წელს პარიზის ოპერაში შედგა The Firebird -ის პრემიერა ივან სტრავისკის და მიშელ ფოკინის ავტორობით. 1876 წელს ჯორჯ ამსტრონგ კასტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა მეშვიდე კავალერიასთან ერთად პატარა ბიგჰორნთან ბრძოლაში. 1447 წელს პოლონეთის მეფედ აკურთხეს კაზიმირ IV. 202 1-ს მოსწონს |