სხვა "რა მოხდა დღეს" - 24 ივნისი 2020, 24 ივნისი, 8:37 1987 წელს დაიბადა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. 1979 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, კომედიანტი და მწერალი მინდი კალინგი. 2010 წელს ავსტრალიელი პოლიტიკოსი ჯულია ჯილარდი იყო პირველი ქალი, რომელმაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 1948 წელს ბერლინის ბლოკადა გაძლიერდა, როცა საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა, რომ დასავლეთის მოკავშირე ძალებს უფლება აღარ ჰქონდათ ბერლინში ყოფნის. 1859 წელს ლომბარდიაში მოხდა სალფერინოს ბრძოლა, სადაც იტალია დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა. 1821 წელს სამხრეთ ამერიკელმა პატრიოტებმა კარაბაბოს ბრძოლაში ვენესუელაში, კარაკასის მახლობლად სიმონ ბოლივარის მეთაურობით დაამარცხეს ესპანელი მონარქისტები. 1519 წელს ჟენევაში დაიბადა მწერალი, მთარგმნელი, პედაგოგო და თეოლოგი თეოდორ ბეზა, რომელმაც პროტესტანტი რეფორმატორის ჯონ კალვინის ადგილი დაიკავა. 1497 წელს ჯონ კაბოტი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ფეხი დადგა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. 224 1-ს მოსწონს |