სხვა "რა მოხდა დღეს" - 23 ივნისი 2020, 23 ივნისი, 9:22 ![]() 1972 წელს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. ![]() 1964 წელს დაიბადა ამერიკელი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი ჯოშ ვედონი. ![]() 2016 წელს გაერთიანებულმა სამეფომ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ევროკავშირი. 51, 9% -მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გამოსვლას, ხოლო 48, 1% იყო წინააღმდეგი. ეს გახდა პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანამ კავშირი დატოვა. ![]() 2006 წელს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა ამერიკელი სატელევიზიო პროდიუსერი აარონ სპილინგი, რომლის ბიოგრაფიაში შედიოდა არაერთი წარმატებული შოუ, როგორებიცაა The Mod Squad, Family, Charlie's Angels, The Love Boat, Fantasy Island, და Beverly Hills 90210. ![]() 1961 წელს ხელი მოეწერა ანტარქტიკის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მთელ კონტინენტზე მხოლოდ თავისუფალი და არაპოლიტიკური სამეცნიერო კვლევები იქნებოდა ნებადართული. ![]() 1940 წელს დაიბადა ვილმა როდულფი, რომელიც პირველი ქალი გახდა, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა მსუბუქ ათლეტიკაში. 286 1-ს მოსწონს |