კულტურა 5 ყველაზე შთამბეჭდავი ტაძარი გერმანიაში 2020, 22 ივნისი, 19:03 აახენის ტაძარი პალატინის კათედრალის აშენება უკავშირდება საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს კარლოს დიდს, რომელმაც მოინდომა მისი იმპერიის რელიგიური ცენტრი ქალაქ აახენში ყოფილიყო. კათედრალის დამთავრების შემდეგ ის წარმოადგენდა ბიზანტიური, რომაული და გერმანულ-ფრანგული სტილის ნაზავს და მას შემდეგ კაროლინგების ხელოვნების ნიმუშად მოიხსენიება. დღეს უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს და იცავს იუნესკო. აახენის ტაძარი ბერძნული და იტალიური მარმარილოს სვეტებისგანაა აგებული, აქვს ბრინჯაოს კარები, გუმბათზე ყველაზე დიდი მოზაიკა ამშვენებს. ის აშენების დღიდან აღიქმებოდა, როგორც განსაკუთრებული მხატვრული ქმნილება, ეს იყო პირველი თაღოვანი შენობა, რომელიც ალპების ჩრდილოეთით აშენდა. კაროლინგების რენესანსის ეპოქაში და შუა საუკუნეების დასაწყისის პერიოდში აახენის ტაძრით შეიქმნა რელიგიური არქიტექტურის პრეცედენტი. 805 წელს ის საიმპერატორო ტაძრის ფუნქციით აშენდა, შემდეგ კი თითქმის ექვსი საუკუნის განმავლობაში, 936 წლიდან 1531 წლამდე სამეფო რომის იმპერიის 30 იმპერატორისთვის კორონაციის ადგილი გახდა. კარლოს დიდმა თავის ცხოვრების მანძილზე ბევრი რელიქვია მოაგროვა, ხოლო 814 წელს მისი ტაძარში დასაფავების შემდეგ აახენი პოპულარული ადგილი გახდა პილიგრიმებისთვის. იმისთვის რომ ტაძარს დიდი რაოდენობით დაეტია პილიგრიმები, შუა საუკუნეებში გამუდმებით აფართოებდნენ ტაძრის მოცულობას. ყველაზე ცნობილი და შესანიშნავი აღმოჩნდა მინის სამლოცველოს დამატება შენობაზე თავისი 13 უზარმაზარი ფანჯრით, რომელიც კარლოს დიდის გარდაცვალების 600 წლის თავზე განახორციელეს. რამდენიმე სამლოცველო და ვესტიბიული კი მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში გახდა როგორც აახენის ტაძრის ოფიციალური ნაწილი. გერმანიაში სხვა დიდი შენობებისგან განსხვავებით მეორე მსოფლიო ომის დროს აახენის ტაძარი არ დაუბომბავთ, ის დღეს პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. კიოლნის ტაძარი კიოლნის ტაძრის მშენებლობა 1248 წელს დაიწყო ჰოხშტადტის არქიეპისკოპოსის ინიციატივით რელიქვიების შესანახად, რომლებიც ერთი საუკუნით ადრე საღვთო რომის იმპერატორმა ფროდრიხ პირველმა მილანიდან გაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ 1265 წლიდან ტაძარში წირვა აღესრულებოდა, მშენებლობა ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რომ 1560 წელს მისი მშენებლობა საბოლოოდ შეჩერდა და ტაძარი ნახევრად აშენებული დარჩა. 19-ე საუკუნემდე მშენებლობა არ განახლებულა, მხოლოდ 1842 წელს პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმმა ბრძანა მშენებლობის გაგრძელება შუა საუკუნეების გეგმის და ნახაზების მიხედვით, ოღონდ სახურავი უნდა ჰქონოდა რკინის კონსტრუქციის. 1880 წელს, როცა მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა, კიოლნის ტაძარი ყველაზე მაღალი ტაძარი იყო გერმანიაში. ტაძარში ინახება მაგების მოოქროვილი სარკოფაგი ( რომელიც, როგორც ცნობილია მშენებლობის დაწყებისთანავე ინახება), მილანის მადონა ( 1290 წელით დათარიღებული ხის სკულპტურა ღვთისმშობლისა და იესოს გამოსახულებით) და გეროს ჯვარი ( ყველაზე დიდი ხის ჯვარი ალპების ჩრდილოეთით, თარიღდება 970 წლით). ტაძარს 12 ზარი აქვს, აქედან ყველაზე ძველი თარიღდება 1418 წლით, ხოლო ყველაზე დიდი, 24 ტონიანი ზარი 1922 წელს დაკიდეს. ფრანკფურტის ტაძარი ფრანკფურტის ტაძრის ადგილას მეცხრე საუკუნის ეკლესია იყო, მაგრამ 1239 წელს, როცა პაპმა წმინდა ბართლომეოს თავის ქალა გამოუგზავნა ეკლესიას რელიქვიად, მშენებლობა განახლდა. ძირითადი მშენებლობა თითქმის ასი წელი გაგრძელდა. ტაძრის მშენებლობა 1415 წელს დასრულდა. ტაძარს რვაკუთხა გუმბათი ამშვენებს, რომელზეც რამდენიმე გამოცდილმა არქიტექტორმა და მშენებელმა იმუშავა. 1867 წელს ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, ზარები დადნა და შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ტაძარი ხელახლა აღადგინეს, გამოყენებული იქნა შუა საუკუნეების უნიკალური კონსტრუქციები, მაგრამ წმინდა ბართლომეოს ტაძარს ახალი განსაცდელი მეორე მსოფლიო ომის დროს დაატყდა თავს, როცა იგი დაბომბეს. მალე მოხდა ხელახლა აღდგენა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს მეშვიდე საუკუნის საფლავები, მათ შორის იყო მეროვინგი ქალის ნეშტი, კერამიკის ფრაგმენტები და ოქროს სამკაულები. ფრაუენკირხე ფრაუნეკირხეს შენობა, რომელის მშენებლობაც 1726-1743 წლებში მინდინარეობდა ქალაქ დრეზდენში, ბაროკოს არქიტექტურის შედევრად ითვლება. როგორც ლუთერანული ეკლესია, აგებულია რადიკალური შიდა კონფიგურაციით: საკურთხეველი, კანკელი, ნათლობის ადგილი და ორღანი, რომელიც მლოცველების წინ იდგა. ორღანი გოტფრიდ ზილბერმანმა ააგო, ხოლო მასზე პირველი სოლო კონცერტი იოჰან სებასტიან ბახმა შეასრულა. ცამდე აწვდილი ქვიშაქვის გუმბათიანი ტაძარი, რომელიც "ქვის ზარითაა' ცნობილი, ორი საუკუნის მანძილზე დომინირებდა, სანამ დრეზდენი ყველაზე ლამაზ ქალაქად ითვლებოდა გერმანიაში და ფრაუენკირხე - გვირგვინის მარგალიტად. 1945 წლის 13 თებერვალს ანგლო-ამერიკულმა საჰაერო ძალებმა მასირებული შეტევა დაიწყეს დრეზდენზე. ქალაქის ცენტრი ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა, საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 35 000 ადამიანს მიაღწია. კიდევ ერთი მსხვერპლი იყო ტაძარიც. მსხვრევადი ბომბებით დაზიანებული ტაძარი 15 თებერვალს მთლიანად ჩამოინგრა. ომისშემდგომი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური მმართველობის დროს ფრაუენკირხეს ტაძარი ნაგვის გროვად დატოვეს, როგორც საშინელი ბრძოლის გახსენება. 1980-იან წლებში ტაძრის გაშავებული ქვები გახდა სამშვიდობო მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის სხვა ეკლესიებიც შეუერთდნენ, რამაც საბოლოოდ გამოიწვია კომუნიზმის კრახი და გერმანიის გაერთიანება. გერმანიის გაერთიანებისთანავე ტაძრის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. სამუშაოები 1993 წელს დაიწყო და უნიკალური ფოტომასალის გამოყენებით 2005 წელს საბოლოოდ აღადგინეს ფრაუენკირხეს ტაძარი. ტომასკირხე ტომასკირხე ცნობილია იმით, რომ იქ 1723 -1750 წლებში კანტორად მუშაობდა იოჰან სებასტიან ბახი. ბიჭუნათა ქორი, რომელიც 1212 წელს დაარსდა, ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილია გერმანიაში. ისინი ახლაც განაგრძობენ კონცერტებს. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ახლა ლუთერანულია, ის 1496 წელს აკურთხეს როგორც რომის კათოლიკური ეკლესია. მარტინ ლუთერ კინგი ხშირად სტუმრობდა ლაიპციგს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო მაშინ საქსონიაში და ამ ეკლესიაში ქადაგებდა. როცა საქსონიის ჰერცოგი, რეგიონის კათოლიკე მმართველი ჯორჯი პროტესტანტმა ჰერცოგმა ჰენრიხ მეოთხემ დაამარცხა, პროტესტანტიზმი გახდა საქსონიის სახელმწიფო რელიგია. 1539 წლის 25 მაისს მარტინ ლუთერ კინგმა ლაიფციგის რეფორმაცია ტომასკირხეში გამოაცხადა. 1723 წელს ლაიპციგში ბახი კვლავ დაბრუნდა კანტორად. მიუხედავად მისი შესანიშნავი მუსიკისა, ის სიცოხლეში ნაკლებად იყო დაფასებული და უსახელო საფლავშიც კი დაკრძალეს. მისი ნეშტი 1894 წლამდე უცნობი იყო, ხოლო ტომასკირხეში 1950 წელს გადაასვენეს. ბახი არაა ის ერთადერთი მუსიკოსი, რომელიც ტომასკირხესთანაა დაკავშირებული. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიც და ფელიქს მელდესონიც იქ უკრავდენენ ორღანზე, ხოლო რიჩარდ ვაგნერმა ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი. 149 1-ს მოსწონს
|