x
"რა მოხდა დღეს" - 22 ივნისი
image


1949 წელს ნიუ ჯერსიში დაიბადა ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი.




image


1971 წელს დაიბადა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კურტ ვორნერი.





image


2008 წელს გარდაიცვალა ამერიკელი კომედიანტი ჯორჯ კარლინი, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის საჩივრით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯორჯი ტელე-რადიო გადაცემების ცენზურას არღვევდა, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაცემაში 'შვიდი სიტყვა, რომელიც არ უნდა თქვა ტელევიზიით' დააკავა.




image


1986 წელს არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ გაიტანა თავისი სიმბოლური გოლი "ღმერთის ხელი" ( ბურთი ფეხბურთელს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა არასწორად ჩათვალა გოლად, რადგან ეგონა, რომ ფეხბურთელმა თავით გაიტანა) და ამით არგენტინამ ინგლისი დაამარცხა მსოფლიო თასის ნახევარფინალურ მატჩში. 1986 წლის ტურნირი არგენტინამ მოიგო.




image


1941 წელს გერმანიამ დაარღვია 1939 წელს მიღებული პაქტი თავდასხმის შესახებ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის და მეორე მსოფლიო ომის დროს თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.




image


1940 წელს, როცა საფრანგეთის კარს გერმანიის ჯარები მიადგნენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მარშალ ფილიპ პეტენის ხელმძღვანელობით ხელი მოაწერა გერმანიასთან ხელშეკრულებას სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რითიც საფუძველი ჩაეყარა Vichy France -ს (საფრანგეთის მთავრობას).




image


1910 წელს დაიბადა აფროამერიკელი მოცეკვავე, ანთოლოგი და ქორეოგრაფი ქეთრინ დანჰემი, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრიმიტიული, რიტუალისტური და ეთნიკური ცეკვების ინოვაციური ინტერპრეტაციებით.




image


1887 წელს დაიბადა ინგლისელი ბიოლოგი და ფილოსოფოსი ჯულიან ჰაქსლი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ემბრიოლოგიის განვითარებაზე.




image


ქრ. შმდე 168 წელს რომაელებმა დაამარცხეს მაკედონიის მეფე პერსესვსი პიდნასთან ბრძოლაში. ამით დასრულდა მაკედონელების მონარქია და რომის იმპერიას მაკედონიის ანექსირების საშუალება მიეცა.

0
417
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
417