სხვა "რა მოხდა დღეს" - 21 ივნისი 2020, 21 ივნისი, 9:40 1955 წელს დაიბადა ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი. 1983 წელს დაიბადა კომპიუტერული უსაფრთხოების ამერიკელი სპეციალისტი ედვარდ სნოუდენი. 1982 წელს დაიბადა პრინცი უილიამი, კემბრიჯის ჰერცოგი, ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე. 1953 წელს დაიბადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბუტო. 2009 წელს გრენლანდია თვითმმართველი ქვეყანა გახდა, რამდენადაც ძალაში შევიდა დანიასთან ხელშეკრულება თვიმმართველობის კანონის შესახებ. 1997 წელს შედგა ქალთა საკალათბურთო ეროვნული ასოციაციის დებიუტი. ასოციაციის პირველ სადებიუტო თამაშში New York Liberty-მა დაამარცხა Los Angeles Sparks. 1982 წელს ჯონ ჰინკლი უმცროსი სიგიჟის მიზეზით უდანაშაულოდ აღიარეს ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მკვლელობის საქმეში. 1963 წელს პავლე VI აირჩიეს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად. 1919 წელს დაიბადა იტალიელი-ამერიკელი არქიტექტორი პაოლო სოლერი, რომელიც მეოცე საუკუნეში ცნობილი იყო თავისი უტოპიური ქალაქის დაგეგმარებით. 1905 წელს დაიბადა ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი ჯან-პოლ სარტრი, რომელმაც 1964 წელს ლიტერატური დარგში მირებულ ნობელის პრემიაზე უარი თქვა. 1834 წელს სირიუს მაკკორმიკმა მიიღო კომბაინის წარმოების პატენტის უფლება. 257 1-ს მოსწონს |