სხვა "რა მოხდა დღეს" - 20 ივნისი 2020, 20 ივნისი, 10:48 ![]() 1967 წელს დაიბადა ავსტრალილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი. ![]() 1952 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჯონ გუდმენი. ![]() 1949 წელს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ტექსების ავტორი და პროდიუსერი, ლიონელ რიჩი. ![]() 2002 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ატკინსების საქმით დაირღვა მერვე შესწორების დაცვა, რაც გულისხმობდა ინტელექტუალურად შეზღუდული მსჯავრდებულების სიკვდილის დასჯის აკრძალვას. ![]() 1992 წელს პარაგვაიმ დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რაც 1950-იანი წლების შემდეგ ალფრედო სრტოესნერის სამხედრო მმართველობის დასასრულს ნიშნავდა. ![]() 1975 წელს კინოთეატრებში გამოვიდა სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი "ყბები", რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი წარმატება მოიპოვა. ამ ფილმით გაჩნდა ახალი ჟანრი - საზაფხულო ბლოკბასტერი. ![]() 1928 წელს დაიბადა ამერიკელი ჯაზმენი ერიკ დოლფი, რომელიც გამოირჩეოდა ძველი ხის ინსტრუმენტებზე დაკვრის ვირტუოზული იმპროვოზაციით. მან დიდი გავლენა მოახდინა თავისუფალ ჯაზზე. ![]() 1905 წელს ლუიზიანას შტატში, ნიუ ორლეანში დაიბადა ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი ლილიან ჰელმანი, რომლის პიესებიც გმობდა უსამართლობას, ადამიანთა ექპლოატაციას და ეგოიზმს. ![]() 1903 წელს ამერიკელმა ავტომრბოლელმა გარი ოლდფილდმა ინდიანაპოლისში დაასრულა "ერთი მილი ერთ წუთში" პერფომანსი. ![]() 1893 წელს ლიზი ბორდენი სასამართლოს პროცესის შემდეგ მამისა და დედინაცვლის მკვლელობაში გაამართლეს. ეს ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ სენსაციად აღიარეს. ![]() 1887 წელს ჰანოვერში დაიბადა გერმანელი დადაისტი მხატვარი და პოეტი კურტ შვიტერსი, რომელიც ცნობილი იყო თავისი კოლაჟებით და რელიეფური კონსტრუქციებით. ![]() 1861 წელს ესტბურნში დაიბადა ბრიტანელი ბიოქიმიკოსი ფრედერიკ გოვლანდ ჰოპკინსი, რომელმაც 1929 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ვიტამინების აღმოჩენისთვის. ![]() 1837 წელს უილიამ IV -ის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე დედოფალი ვიქტორია ავიდა, რომლის მეფობის დროს ქვეყანა გახდა ყველაზე ძლიერი იმპერია. 414 1-ს მოსწონს |