სხვა "რა მოხდა დღეს" - 20 ივნისი 2020, 20 ივნისი, 10:48 1967 წელს დაიბადა ავსტრალილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი. 1952 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჯონ გუდმენი. 1949 წელს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ტექსების ავტორი და პროდიუსერი, ლიონელ რიჩი. 2002 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ატკინსების საქმით დაირღვა მერვე შესწორების დაცვა, რაც გულისხმობდა ინტელექტუალურად შეზღუდული მსჯავრდებულების სიკვდილის დასჯის აკრძალვას. 1992 წელს პარაგვაიმ დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რაც 1950-იანი წლების შემდეგ ალფრედო სრტოესნერის სამხედრო მმართველობის დასასრულს ნიშნავდა. 1975 წელს კინოთეატრებში გამოვიდა სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი "ყბები", რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი წარმატება მოიპოვა. ამ ფილმით გაჩნდა ახალი ჟანრი - საზაფხულო ბლოკბასტერი. 1928 წელს დაიბადა ამერიკელი ჯაზმენი ერიკ დოლფი, რომელიც გამოირჩეოდა ძველი ხის ინსტრუმენტებზე დაკვრის ვირტუოზული იმპროვოზაციით. მან დიდი გავლენა მოახდინა თავისუფალ ჯაზზე. 1905 წელს ლუიზიანას შტატში, ნიუ ორლეანში დაიბადა ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი ლილიან ჰელმანი, რომლის პიესებიც გმობდა უსამართლობას, ადამიანთა ექპლოატაციას და ეგოიზმს. 1903 წელს ამერიკელმა ავტომრბოლელმა გარი ოლდფილდმა ინდიანაპოლისში დაასრულა "ერთი მილი ერთ წუთში" პერფომანსი. 1893 წელს ლიზი ბორდენი სასამართლოს პროცესის შემდეგ მამისა და დედინაცვლის მკვლელობაში გაამართლეს. ეს ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ სენსაციად აღიარეს. 1887 წელს ჰანოვერში დაიბადა გერმანელი დადაისტი მხატვარი და პოეტი კურტ შვიტერსი, რომელიც ცნობილი იყო თავისი კოლაჟებით და რელიეფური კონსტრუქციებით. 1861 წელს ესტბურნში დაიბადა ბრიტანელი ბიოქიმიკოსი ფრედერიკ გოვლანდ ჰოპკინსი, რომელმაც 1929 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ვიტამინების აღმოჩენისთვის. 1837 წელს უილიამ IV -ის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე დედოფალი ვიქტორია ავიდა, რომლის მეფობის დროს ქვეყანა გახდა ყველაზე ძლიერი იმპერია. 413 1-ს მოსწონს |