სხვა "რა მოხდა დღეს" - 19 ივნისი 2020, 19 ივნისი, 11:53 ![]() 1978 წელს დაიბადა გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი. ![]() 1947 წელს დაიბადა ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი. ![]() 2013 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა რომში დასასვენებლად მყოფი ამერიკელი მსახიობი ჯეიმს გენდოლფინი, რომელიც ცნობილი იყო HBO-ს დრამატულ სერიალ "სოპრანოს" მაფიის ბოსის ტონი სოპრანოს როლით. ![]() 1963 წელს კოსმოსიდან დაბრუნდა საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა- პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა კოსმოსური ხომალდით "ვასტოკ 6" . ![]() 1961 წელს დიდმა ბრიტანეთმა ქუვეითი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ![]() 1944 წელს იაპონიის გაერთიანებულმა ფლოტმა და ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტმა ფილიპინების ზღვის ბრძოლაში საჰაერო-საზღვაო მოქმედებებით მასშტაბურად შეუტიეს ერთმანეთს, რაც მეორე დღეს ამერიკის გამარჯვებით დასრულდა. ![]() 1934 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC). ![]() 1896 წელს დაიბადა უოლის ვარფილდი, რომელიც გახდა უინძორელი ჰერცოგის პრინც ედვარდის ( ედვარდ VIII) ცოლი. პრინცმა ედვარდმა უოლისის გამო უარი თქვა სამეფო ტახტზე. ![]() 1867 წელს დახვრიტეს მექსიკის იმპერატორი მაქსიმილიანი. ![]() 1865 წელს ტეხასის შტატში, ქალაქ გალვესტონში გაერთიანებული ჯარების გამოჩენით მოსახლეობამ საბოლოოდ შეიტყო ემანსიპაციის გამოცხადების შესახებ (1863). ეს დღე, რომელიც ცნობილია Juneteenth სახელით, ყოველწლიურად აღინიშნება და დასვენების დღედაა გამოცხადებული. 94 1-ს მოსწონს |