სხვა "რა მოხდა დღეს" - 18 ივნისი 2020, 18 ივნისი, 13:56 1942 წელს ინგლისში, ლივერპულში დაიბადა პოლ მაკარტნი. 1929 წელს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი. 2006 წელს ქეთრინ ჯეფერტს შორი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საეპისკოპოსო ეკლესიის ეპისკოპოსად. ის პირველი ქალია, რომელიც ანგლიკანური ერთობის 400 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გახდა წინამღვარი. 1983 წელს სალი რაიდი, პირველი ამერიკელი კოსმონავთი ქალი, რომელიც ოთხ სხვა ასტრონავტთან ერთად კოსმოსური ხომალით Challenger კოსმოსში გაფრინდა. 1979 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებას. ( SALT II ). 1940 წელს ლონდონიდან, მას შემდეგ რაც საფრანგეთი ნაცისტებს თავს დაესხა, ფრანგმა გენერალმა შარლ დე გოლმა თავის თანამემამულეებს რადიომიმართვით მოუწოდა მეორე მსოფლიო ომი მისი ხელმძღვანელობით გაეგრძელებინათ. 1886 წელს მობერლიში დაიბადა ჯორჯ მელორი, ბრიტანელი მეცნიერი და ალპინისტი, რომლის 1924 წელს ევერესტის ექსპედიციაში დაკარგვა მეოცე საუკუნის ყველაზე გახმაურებული საიდუმლო გახდა. 1815 წელს ნაპოლეონი დამარცხდა ვატერლოოს ბრძოლაში და ამით დასრულდა საფრანგეთისა და სხვა ევროპული სამეფოების 23 წლიანი პერიოდული ომები. 1429 წელს ჯანა დარკის მეთაურობით საფრანგეთის არმიამ შეუტია ინგლისს. 83 1-ს მოსწონს |