ქალი და მამაკაცი იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა 2020, 17 ივნისი, 17:40 ალბერტ აინშტაინი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, რომლის ნაშრომებზეც ბევრი სწავლობს. როგორც აღმოჩნდა, გენიალური ფიზიკოსიდან კარგი მამა და ქმარი არ გამოვიდა. ამას ადასტურებს პირველ ცოლთან, მილევა მარიჩთან ურთიერთობა, რომელთანაც 1903 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა.
ქცევის წესები ცოლისთვის წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინათ, მაგრამ მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. განსაკუთრებით შესამჩნევი 1912 წლიდან გახდა, რის შემდეგ აინშტაინმა მილევისთვის ქცევის ერთგვარი წესები შეადგინა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სია მე–19 საუკუნის დასაწყისში იყო შედგენილი, რთული წარმოსადგენია, რომ ქალს ამის სრულად შესრულება შეეძლო. აი, რას მოითხოვდა აინშტაინი მეუღლისგან: 1. სახლის საქმეების დამოუკიდებლად შესრულება. 2. მისთვის დღეში სამჯერ კაბინეტში საჭმლის შემოტანა. 3. კაბინეტის დალაგება ისე, რომ მაგიდაზე ხელი არაფრისთვის შეეხო. 4. თეთრეულის დროულად გარეცხვა და გაწმინდა. 5. ქმრისგან არ მოეთხოვა, რომ მასთან დრო გაეტარებინა, კერძოდ, საუბარსა და სეირნობაზე დრო დაეხარჯა. 6. ყველა პირად ურთიერთობაზე უარის თქმა. 7. მეუღლე არ გააკრიტიკოს და არ იწუწუნოს. 8. თხოვნისთანავე საძინებელი ან კაბინეტი დატოვოს. 9. ბავშვების წინაშე მამის სიტყვები ან ქცევები არ დაამციროს. ამასთან, აინშტაინი იმედოვნებდა, რომ ცოლი ყველა მოთხოვნას მშვიდად მიიღებდა და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა. პუნქტების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა სია მოსამსახურისთვის იყო შედგენილი და არა ცოლისთვის. სწორედ ამიტომ, სრულად გასაგებია, რომ მილევა მარიჩი აინშტაინს დაშორდა. მან 1919 წელს განქორწინება გააფორმა. ასევე დაგაინტერესებთ: რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით? რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს 906 1-ს მოსწონს |