x
"რა მოხდა დღეს" - 17 ივნისი
image


1988 წელს დაიბადა რუსი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი.




image


1987 წელს დაიბადა ამერიკელი მუსიკოსი კედრიკ ლემარი.





image


1943 წელს დაიბადა ამერიკელი პოლიტიკოსი ნიუტ გინგრიჩი.




image


1900 წელს დაიბადა ნაცისტური გერმანიის ლიდერი მარტინ ბორმანი.




image


1898 წელს დაიბადა ჰოლანდიელი მხატვარი მორის ეშერი.




image


1994 წელს ამერიკელ ფეხბურთელს ორენტალ ჯეიმს სიმპსონს ბრალი წაუყენეს ყოფილი ცოლის ნიკოლ სიმპსონისა და მისი მეგობრის რონალდ გოლდმანის მკვლელობაში. მიუხედავად ამ სენსაციური სასამართლო პროცესისა ჯეიმსი შემდეგ წელს გაამართლეს.




image


2012 წელს აფროამერიკელი მშენებელი როდნი კინგი, რომელიც თეთრკანიანმა პოლიციელებმა 1991 წლის მარტში სცემეს, საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვნეს. ცემის ამსახველი კადრების მედიაში გამოჩენამ მაშინ მასობრივი არეულობა გამოიწვია.




image


1972 წელს უოტერგეიტში, საოფისე-საცხოვრებელ-სასტუმრო კომპლექსი ვაშინგტონში, სადაც ასევე იყო განთავსებული დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის შტაბი, ხუთი მამაკაცი შეიჭრა. გამოძიების შედეგად ხუთივე მათგანი დააკავეს, მაგრამ ამ ფაქტმა პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია და ამერიკის შეერთებული შტატების რიჩარდ ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებით და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.




image


1944 წელს ისლანდიამ თავი რესპუბლიკურ ქვეყანად გამოაცხადა.





image


1943 წელს დაიბადა ბარი მანილოუ (ნამდვილი სახელი ბარი ალან პინკუსი) (Barry Manilow — Barry Alan Pincus) - ამერიკელი პოპ-მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი, კომპანია "McDonald’s"-ის ჰიმნის ავტორი.




image


1930 წელს სმუტ-ჰოულის აქტით აშშ-მა 3, 200 დასახელების პროდუქტზე იმპორტის გადასახადი 50%-ით გაზარდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომის სავაჭრო ბარიერის დაწესება იყო. სავაჭრო ბარიერების დაწესება ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მოტივით მოხდა, თუმცა მან აშშ- ისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკა უმძიმეს სპირალში შეიყვანა, რომელსაც ქვეყანამ თავი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააღწია.




image


1871 წელს დაიბადა ჯეიმს უელდონ ჯონსონი, პოეტი, დიპლომატი და აფროა ამერიკული კულტურის ანთოლოგი.




image


1775 წელს ბუნკერ ჰილის ბრძოლაში ამერიკელი კოლონიური რევოლუციონერები ბრიტანეთის რეგულარულ არმიას შეეტაკნენ ბოსტონის ალყაში.


0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
232