x
image
თორნიკე55
"გაბუნიამ ჯობია დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს" - რამზან კადიროვი
თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას შეასრულებს - ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეს.

კადიროვი სულელურ განცხადებებს უწოდებს, გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი დავალებით მოქმედი ქილერი თავის საქმეს ისე გააკეთებდა, ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა:

ამბობენ, რომ დააკავეს ქილერი, რომელიც აპირებდა კადიროვის შეკვეთით ქართველ ჟურმალისტზე თავდასხმას. ბატონებო, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას შეასრულებს და თუ ეს დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ღრმა უძრაობაში ჩაფლული თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ - ამბობს კადიროვი

კადიროვი ისევბ იმეორებს, რომ გიორგი გაბუნიამ რუსი ერი შეურაცხყო და მისი მისამართით ისევ იმუქრება. კადიროვი საქართველოს ხელისუფლებას რჩევებსაც აძლევს:


მე ხაზს ვუსვამ, რომ არ დაგვვიწყებია როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩევნი ხალხი და ე.ი პირადად მეც. გაბუნიას როგორც ადრე ვამბობდი ურჩევნია მუხელებზე დადგეს და პატიება ითხოვოს. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომ ხელახლა აღზაროდს ეს მოქალაქე... ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად- ამბობს კადიროვი.

პუტინის მარჯვენა ხელი უკრაინასაც მიმართავს და ამბოვს, რომ მისი სახელით უკრაინელები პიარს იკეთებენ, რის გამოც მასთან ვალში არიან:

"ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ"- ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი ბრალდებების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.image

1
193
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
193
  
2020, 20 ივნისი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1