სხვა "რა მოხდა დღეს" - 16 ივნისი 2020, 16 ივნისი, 10:36 1963 წელი - პირველი ქალი კოსმონავტი კოსმოსში. ამ დღეს საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, პირველი ქალი გახდა, რომლიც კოსმოსურ ხოლმად Vostok 6 -ით კოსმოსში გაფრინდა. მან 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას და 71 საათის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. 1938 წელს დაიბადა ამერიკელი მწერალი ჯოის კეროლ ოუტსი. 1971 წელს დაიბადა ამერიკელი რეპერი და მსახიობი ლესეინ პერიშ კრუქსი, ფსევდონიმით 2Pac და მაკაველი. 1951 წელს დაიბადა პანამელი მოკრივე რობერტო დურანი. 2017 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი პოლიტიკოსი ჰელმუტ კოლი, რომელიც ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას 1990 წელში და 1945 წლის შემდეგ გერმანიის პირველი კანცლერი გახდა. 2012 წელს ლუ იანგი იყო პირველი ჩინელი კოსმონავტი ქალი, რომელიც ეკიპაჟის ორ წევრთან ერთად კოსმოსურ ხომალდ Shenzhou 9-ზე გაფრინდა. 1976 წელს სამხრეთ აფრიკაში პოლიციამ სტუდენტთა ჯგუფი ქალაქ სოუეტოდან დაცხრილა, რომლებიც შტატების გეგმას, გამოეყენებინათ აფრიკაანსის ენა მუქკანიანი მოსახლეობისთვის სკოლებში სასწავლო ენად, აპროტესტებდნენ. მომხდარმა მასშტაბური სახალხო აჯანყება გამოიწვია. 1933 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის ასი დღე დასრულდა და მისი ახალი კანონების უმეტესობა დაამტკიცეს. 1933 წელს შეიქნა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) ფედერალური სარეზერვო აქტის უფლებამოსილებით. 1917 წელს ნიუ-იორკში დაიბადა ამერიკელი რედაქტორი კეტრინ გრემი, The Washington Post და Newsweek magazine-ის მფლობელი და გამომცემელი. 1911 წელს International Business Machines Corporation (IBM)-მა, რომელიც ამერიკული კომპიუტერების მწარმოებელი გახლდათ, მუშაობა დაიწყო. 1903 წელს ჰენრი ფორდმა და კიდევ თერთმეტმა ინვესტორმა დააარსეს Ford Motor Company 1874 წელს დაიბადა კონსერვატორული პარტიის ლიდერი და კანადის პრემიერ მინისტრი, არტურ მეიგენი. 505 1-ს მოსწონს |