x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ჰიპერპარათირეოზი
image
ფარისებრახლო ჯირკვალი არის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის გვერდითი წილების უკანა ზედაპირზე. ადამიანს გააჩნია სიმეტრიულად განლაგებული 2 წყვილი - ზემო და ქვემო პარათირეოიდული ჯირკვალი. ის მიეკუთვნება ენდოკრინულ ჯირკვლებს, პარათირეოციტები გამოიმუშავებენ ჰორმონ პარათირინს იგივენაირად პარატჰორმონს (PTH), რომელიც არეგულირებს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.

ჰორმონის სეკრეცია ორგანიზმში შესაძლებელია იყოს მომატებული და განვითარდეს ჰიპერპარათირეოზი და შესაძლებელია იყოს დაქვეითებული რასაც მოჰყვება ჰიპოპარათირეოზის განვითარება.

ჰიპერპარათირეოზი ჩნდება პარატოჰორმონის ჭარბი გამოყოფის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შედეგად. ამის შედეგად ხდება ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა, ჩნდება კენჭები თიკმელებში, კუჭის წყლული, უარესდება გულის მარცხენა პარკუჭის მუშაობა.

არსებობს ჰიპერპარათირეოზის სამი სახეობა:

  • პირველი ხარისხის ჰიპერპარათირეოზი(რეკლინგჰაუზენის დაავადება) – გამოწვეულია ერთი ან რამოდენიმე კეთილთვისებიანი (ადენომები) სიმსივნით ან ავთვისებიანი სიმსივნით (კარცინომა), ასევე ჰიპერპლაზიით (უჯრედების ჭარბი გამრავლებით);

მეორე ხარისხის ჰიპერპარათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და ჰიპერპლაზია, რაც გამოწვეულია კალციუმის უკმარისობით და ფოსფატის ჭარბი რაოდენობით სისხლში, კალციუმის შეწოვის დარღვევით, D ვიტამინის დეფიციტით, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით;

მესამე ხარისხის ჰიპერპარათირეოზი – რომელიც წარმოადგენს მეორე ხარისხის ჰიპერპარათირეოზისას გაჩენილ ავთვისებიან სიმსივნეს (პარათირეოადენომა).

პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი ვითარდება ერთი ან ერთზე მეტი პარათირეოდიული ჯირკვლის ფუნქციის შეცვლით, რომლის გამოვლინების რამდენიმე ფორმა არსებობს:


  • წინამდებარე ჯირკვალზე არაუჯრედული ზრდა (ადენომა) ყველაზე გავრცელებულია.
  • 2.ორი ან მეტი პარათირეოიდული ჯირკვლის გაფართოება (ჰიპერპლაზია) .

  • სიმსივნე არის პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმის ძალიან იშვიათი მიზეზი.
  • პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი, როგორც წესი, შეძენილია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ის მემკვიდრეობით გადაეცემა.

    პირველადი ჰიპერპარათირეოზი მიმდინარეობს საერთოდ უსიმპტომოდ (50% შემთხვევებში) ან შემდეგი ნიშნებით:

    ოსტეოპოროზი, თითების ფალანგების გამსხვილება;

    ნეფროპათია – თირკმელების დაზიანება;

    ვისცეროპათია;

    ფსიქოპათიის მსგავსი სიმპტომები;

    მიოპათია (კუნთის ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა).

    თირკმლის ქვები;

    გადაჭარბებული შარდვა.

    მეორადი ჰიპერპარათირეოზის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს შემდგომმა ფაქტორებმა

  • კალციუმის დეფიციტი
  • ვიტამინ D3-ის დეფიციტი
  • თირკმლების ქრონიკული უკმარისობა

  • დაავადების განსაზღვრა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. დიაგნოსტიკა ტარდება ტესტების კომპლექსზე დაყრდნობით. ჰიპერპარათირეოზისას აღინიშნება:

    • კალციუმისა და პარათოჰორმონის დონის აწევა, ფოსფორის უკმარისობა სისხლში;
    • შარდში ფოსფორის, კალციუმის, ოქსიპროლინის, პროლინის ჭარბი რაოდენობა;
    • ფარისებრი ჯირკვლის ცვლილება, რომელიც ჩანს ულტრა-ბგერითი გამოკვლევისას, კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას, ასევე რადიონუკლეიდური დიაგნოსტიკისას.
    იმ შემთხვევაში თუ დაავადება დიდხანს გაგრძელდა შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერკალციემური კრიზისი - სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მკვეთრი აწევა, ეს არის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმისთის ძალიან საშიშია.

    ჰიპერკალციემია, კალციუმის სისტემური სიჭარბე უარყოფით გავლენას ახდენს მემბრანების აგზნებადობაზე, რაც იწვევს განივზოლიანი და გლუვი კუნთების „გადაღლას“.გულის კუნთში ჰიპერკალციემია ვლინდება QT ინტერვალის შემოკლებით და კალციუმის უკიდურესად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში - გულს გაჩერების მომატებული რისკით. ნევროლოგიური გამოვლინებებია: დეპრესია გაღიზიანებადობა და ძალზე მაღალი დონის შემთხვევაში - კომა. ჰიპერკალციემიის დროს რენული მექანიზმით ვერ ხერხდება კალციუმის სრული რეაბსორბცია და კალციუმი გადადის შარდში, ქმნის კომპლექსებს ფოსფატებთან და იწვევს ნეფროლითიაზს. კალციუმის მაღალი დონე რბილ ქსოვილებში, მაგალითად თირკმელში, შეიძლება გახდეს პრეციპიტაციის მიზეზი. ჰიპერკალციემია ასევე იწვევს დეფიდრატაციას ვაზოპრესინის მიმართ თირკმლისმიერი რეზისტენტობის ინდუცირებით, რაც ვლინდება ნეფროგენული უშაქრო დიაბედით. დეჰიდრატაცია თავისმხრივ იწვევს შრატში კალციუმის დონის შემდგომ მატებას. ჰიპერკალციემიამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიოსკლეროზი, გარდა ამისა არის დიდი რისკი არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების, რასაც თან სდევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. მარცხენა პარკუჭის ფუნქციას ასევე აუარესებს ჰიპერპარათირეოზისთვის დამახასიათებელი სარქვლოვანი, კორონალური, მიოკარიული კალცინატები.

    ჰიპერპარათირეოზი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა. ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 1% დაავადებულია პირველი ხარსიხის ჰიპერპარათირეოზით. 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის რისკის დონე აღწევს 2%-ზე მეტს. აღნიშნული დაავადება 2-3ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს.

    შეიძლება პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმის გაზრდილი რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ:

    1.მენოპაუზის შემდგომ

    2.კალციუმის ან D ვიტამინის დეფიციტი

    3.სხივური მკურნალობის შემდგომ

    4.ლითიმიუმის ჭარბად მიღების შემდგომ

    დაავადების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული გზით. ამ გზით მკურნალობის იშვიათი გართულებაა ნერვული ბოჭკოების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმის დაკარგვა, სუნთქვისას სტვენა.

    0
    370
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ ჭანტურია1
    მარიამ ჭანტურია1
    370
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0