x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ჰერპეს ზოსტერი

image
ჰერპეს ზოსტერი ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და კანს. მას შემომსარტყვლელ და ბუშტუკოვან ლიქენსაც უწოდებენ. მის გამომწვევს წარმოადგენს Varicella Zoster-ი. დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას ლატენტური ვირუსის (ინახება ნერვულ განგლიაში) რეაქტივაცია სხვადასხვა მიზეზით: სომატური დაავადებები, ინფექცია, გაციება, სხივური ზემოქმედება. ხშირად ავადდებიან მამაკაცები 40-70 წლის ასაკში გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.

ინკუბციური პერიოდი არ არის დადგენილი. დაავადება ხშირად იწყება პროდრომული პერიოდით, რომელიც ვლინდება შემდეგი სიმპტომატიკით: სისუსტე, ტემპერატურის მომატება, კანის პარესთეზია, ტკივილი, ქავილი, წვის შეგრძნება, ასევე დამახასიათებელია გულის რევა, თავის ტკივილი, ცალმხრივი ნევრალგია. ძირითადად ლოკალიზდება გულმკერდის, ზურგის და სახის მიდამოში. სიმპტომებს თავიდან კოლიკას, აპენდიციტს ან ქოლეცისტიტს მიაწერენ, გამონაყარის გაჩენის შემდგომ ყველაფერი ნათელი ხდება, ეს გამონაყარი 24 საათში წყლულდება. დაზიანებულ არეში ჰიპერემიულ და შეშუპებულ კანზე შეჯგუფებულ გროვებად ლაგდება ვეზიკულები. მათი განლაგება ძირითადად ხდება დაზიანებული ნერვისა და მისი ტოტების გასწვრივ. ვეზიკულების შიგთავსი სწრაფად იმღვრევა. ვითარდება პუსტულა, რომელიც შემდგომში იხსნება და მის ადგილას ვითარდება ეროზიები დაფარული ქერქებით. პროცესი გრძელდება დაახლოებით 1-3 კვირა. მცირე პროცენტობით შესაძლებელია დაავადება გადაიზარდოს გენერალიზებულ ფორმაში, რომელსაც თან ახლავს ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარის გავრცელება მთელ ტანზე ძლიერი ტკივილის გარეშე. გენერალიზებული ფორმა, ძირითადად, უვითარდებათ ისეთ პირებს, რომელთაც აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები: ლიმფომა, ლეიკოზი, სხვადასხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები და ა.შ. გარდა ამისა იმ პირებს, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ ციტოსტატიკებს, იმუნოდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს.

მძიმე ფორმათაგან ერთ-ერთი - განგრენოზული შეიძლება გნუვითარდეთ ისეთ პირებს, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, კუჭის წყლული, არიან ასაკოვნები. ამ შემთხვევაში წარმოქმნილი განგრენოზული წყლული ხანგრძლივად არ ხორცდება და ტოვებს ნაწიბურს. ტკივილი განპირობებულია ნეიროტროპული ვირუსით, გარდა ამისა ტკივილი შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად გამონაყარის ალაგების შემდეგაც კი. ვირუსული ინფექიის დროს განვითარებული ტკივილი შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად: ყრუ, გამჭოლი, მწველი. თუ გამონაყარი ლოკალიზებულია თვალის მიდამოში ( როდესაც ვირუსი აზიანებს სამწვერა ნერვს) შეიძლება გამონაყარმა დააზიანოს რქოვანა, სკლერა. ამავე მიდამოში განვითარებულმა ნევრიტმა შეიძება გამოიწვიოს მხედველობისა და სმენის დაქვეითება. ვირუსს აქვს უნარი შეაღწიოს სუბარაქნოიდალურ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი მძმე მიმდინარეობით.


ყველა სახის ჰერპესის შემთხვევაში ეპიდერმისში აღინიშნება მობალონირე დეგენერაცია და ამასთან წარმოიქმნება ბუშტუკები. ვითარდება დერმის დვრილოვანი შრის შეშუპება.

დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ვირუსოლოგიური გამოკვლევა. ამისთვის გამოიყენება გამოკვლევის ახალი - პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია.

ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ იყენებენ ფამვირს 2500 მგ 3-ჯერ დღეში, 7 დღე ან ვალტრექსს 500მგ 2-ჯერ დღეში, 5 დღე. ასევე გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები: მეტაციკლინი, რონდომიცინი, ტეტრაციკლინი. შეშუპების მოსახსნელად სალიცილატები, დიაკარბი. მიკროსისხლძარღვოვანი დარღვევების კორექციისთვის კურანტილი. განგლიობლოკატორები - განგლერონი, ანტივირუსული გამა-გლობულინი, ვიტამინი B1, B12, C. შესაძლებელია გამოვიყენოთ ინფრაწითელი ლაზერი.

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0