სხვა "რა მოხდა დღეს" - 15 ივნისი 2020, 15 ივნისი, 10:46 ![]() 1843 წელს დაიბადა ნორვეგიელი კომპოზიტორი ედვარდ გრიგი. ![]() 1969 წელს დაიბადა ამერიკელი რეპერი და მსახიობი ო'ში ჯექსონი, სასცენო სახელით Ice Cube. ![]() 1963 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი. ![]() 2007 წელს ამერიკელმა ტელეწამყვანმა ბობ ბარკერმა ოცდაათზე მეტი წლის შემდეგ წამყვანის პოზიცია დატოვა გადაცემაში The Price Is Right. ![]() 1996 წელს ბევერლი ჰილზში, კალიფორნია, გარდაიცვალა ელა ფიცჯერალდი, ცნობილი თავისი ძლიერი ვოკალური დიაპაზონით და ბალადებისა და ჯაზის ინტერპრეტაციების უბადლო შემქმნელი, მეტსახელად სკეტი. ![]() 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის საზღვაო ქვეითებმა საიპანს შეუტიეს მარიანას კუნძულებზე. ![]() 1861 წელს დაიბადა ავსტრიელი კონტრალტო ერნესტინ შუმან-ჰაინკი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტატორი იყო რიჩარდ ვაგნერისა და რიჩარდ სტრაუსის ოპერების პირველ მსოფლიო ომამდე. ![]() 1846 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ორეგონის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საზღვარი კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 49° N პარალელზე გაივლიდა. ![]() 1844 წელს ჩარლზ გუდიერმა კაუჩუკის წარმოებისთვის პატენტის ლიცეზია მიიღო. ![]() 1775 წელს კონტინენტურმა კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი კოლონიების მთავარსარდლად დანიშნა. ![]() 1389 წელს კოსოვოს ბრძოლა, რომელიც სერბეთის პრინც ლაზარის და ოსმალეთის სულთან მურად I შორის იყო, ოსმალეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრდა. 238 1-ს არ მოსწონს |