სხვა "რა მოხდა დღეს" - 14 ივნისი 2020, 14 ივნისი, 15:20
2009 წელს ამერიკელმა კალათბურთის მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა NBA -ის ჩემპიონატი მეათეჯერ მოიგო Los Angeles Lakers -ისა და Orlando Magic მატჩში, რაც რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა.
1982 წელს კაპტულაცია გამოცხადდა არგენტინაში ყველაზე დიდ გარნიზონზე პორტ სტენლიში. ბრიტანეთის არმიამ გამარჯვებით დაამთავრა ფოლკლენდის ომი, რომელიც ფოლკლენდის კუნძულებზე ( მალვინას კუნძულები) კონტროლისთვის იბრძოდა. 1962 წელს გაუშვეს პილოტირებული საბჭოთა კოსმოსური ხომალდი "ვასტოკ-5". ხოლო ორი დღის შემდეგ ორბიტაზე გავიდა კოსმოსური ხომალდი " ვასტოკ- 6", რომლის ერთ-ერთი კოსმონავტი იყო ვალენტინა ტერეშკოვა, პირველი ქალი კოსმონავტი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. 1928 წელს დაიბადა ჩე გევარა, პარტიზანული ომის თეორიტიკოსი და ტაქტიკოსი, კუბის რევოლუციის კომუნისტური ფიგურა და პარტიზანული ლიდერი სამხრეთ ამერიკაში. 1811 წელს დაიბადა ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - ამერიკელი ავტორი, რომლის "ბიძია თომას ქოხმა" გაამძაფრა ანტი-მონური განწყობა. ის ითვლება სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზადაც. ჰარიეტი კონეკტიკუტში, ლიჩფილდში. 1807 წელს ნაპოლეონმა გაიმარჯვა ფრიდლენდის ბრძოლაში და შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთთან, ალესანდრე I-თან. 1800 წელს ნაპოლეონმა და მისმა ჯარმა მარენგოს ბრძოლაში დაამარცხეს ავსტრიელები, რითიც სამხედრო და სამოქალაქო ავტორიტეტი აიმაღლა პარიზში. 1777 წელს კონტინენტალურმა კონგრესმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე ვარსკვლავები და ზოლები იქნებოდა. 1658 წელს ფრანგებისა და ინგლისელების ჯარმა დიუნკერკის მახლობლად დაამარცხეს ესპანელები დიუნების ბრძოლაში. 1645 წელს ახალმა საპარლამენტო სამხედრო მოდელმა ოლივერ კრომველის ხელმძღვანელობით დაამარცხა მონარქისტები, რომლებსაც პრინცი რუპერტი მფარველობდა, ნასების ბრძოლაში. 143 2-ს მოსწონს |