x
image
თორნიკე55
საქართველო და “სუ-25”-ის ძირითადი ნაწილები

სუ 25”-ებს საბჭოთა კავშირის პერიოდში ორი ქარხანა უშვებდა - თბილისის საავიაციო და ულიანოვსკის სამხედრო საავიაციო ქარხანა. ორივეში ხდებოდა საფრონტო ტაქტიკური ბომბდამშენების აწყობა. რა თქმა უნდა, თვითმფრინავის აწყობა მთელი ციკლია, სხვადასხვა ტიპის დეტალები და კონსტრუქციები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიოდა და ეს იყო ერთიანი სისტემა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ეს პოტენციალი გარკვეულწილად ჰქონდა და უშვებდა კიდევაც “სუ-25”-ებს. რაღაც მომენტი ჩვენ გავქაჩეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია, ამის აღდგენა შეძლო, საქართველოს კი ბუნებრივია, რომ ასეთი ფუფუნება არ ჰქონდა. ამას კიდევ იმან შეუშალა ხელი, რომ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში საეჭვო პროცესები დაიწყო - საავიაციო ქარხნის გაყიდვა უნდა მომხდარიყო.

აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს, ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი ძალებით შეგვიძლია „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ჩვენმა ქვეყანამ უბრალოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს.image

0
470
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0