x
image
beko777
Mediator image
სამწუხაროდ ტყუილია - ზურა დოიჯაშვილისთვის ბინა არავის უჩუქებია

2016 წლის ფოტო
ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში, სხვადასხვა საიტებზე დ გაუგებარ საინფორმაციო სააგენტოებზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ხალხს, ქართველების უსაყვარლესი მომღერლის, ზურა დოიჯაშვილის შესახებ სასიხარულო, თუმცა ტყუილ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სათაურებადაც კი აქვთ გამოტანილი ეს სიტყვები, რომ თითქოს ზურა დოიჯაშვილს მეგობრებმა ბინა აჩუქეს, თითქოს დათო ოქიტაშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი ჩაატარეს და იქ შეგროვებული თანხით მოახერხეს ეს ყველაფერი, თითქოს, როცა ზურამ ეს ამბავი გაიგო სიხარულის ცრემლები წამოუვიდა და მადლობებს იხდიდა.


ჩვენ დავუკავშირდით მომღერლის ახლო მეგობარს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს, რომელმაც ერთი კვირის წინ თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართა პეტიციით და თხოვნით (რომელსაც 2000-ამდე ხელმოწერა ჰქონდა თანდართული) რათა ზურა დოიჯაშვილის ოჯახისთვის დახმარების სახით მოეხერხებინათ ბინის გადაცემა.


ბესო ჩუბინიძე: - 8 ივნისის საღამოს სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ასობით პირადი შეტყობინება დამხვდა, სადაც ხალხი მთხოვდა ზურასთვის მიმელოცა ბინის გადაცემა, მიმელოცა გამოჯანმრთელება და ცოტა გაკვირვებული დავრჩი, რადგან მსგავსი რამ, რომ მომხდარიყო მე ერთ-ერთი პირველი მეცოდინებოდა ეს ამბავი. იმავე წუთს გადავურეკე ისრაელში ზურას მეუღლეს და დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი... სამწუხაროდ ინფორმაცია ბინის გადაცემის შესახებ ტყუილია... და რაც ყველაზე მთავარია, ზურას ვერც ვერაფერი გაეხარდებოდა, ვერც სიხარულით გაეღიმებოდა და ვერც ემოციისგან იტირებდა რადგან, ის უბრალოდ ფიზიკურად უკვე 2 კვირაზე მეტია აპარატზეა მიერთებული ურეაქციოდ.

ყველასთან მექნება თხოვნა, ან პირდაპირ დოიჯას მეუღლეს დაუკავშირდნენ ისრეალში, ან ჩვენ, მის ნამდვილ მეგობრებს მოგვწერონ და გვკითხონ...

0
560
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0