საქართველო ანას ბაღის გადასარჩენად 2020, 5 ივნისი, 22:42 თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებს სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან გაშლილი აქვთ კარავიც. 10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა. 12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა „მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღი”, რომელსაც 300 კვადრატი უკავია, გადასცეს მას 200 კვადრატი და ასევე გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან-ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს” და მოუვლის. შესაბამისად, „ანას ბაღის” დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდდება და გალამაზდება”, – განაცხადა ელოშვილმა. 101 შეფასება არ არის
|