აჭარა დიდაჭარის კაშხალი 2020, 24 მაისი, 23:37 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა გახსნილად გამოაცხადა აჭარისწყლის ხეობაში ჰესების მშენებლობის შესახებ, იქვე დასძინა, რომ შუახევში ჰესის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი არ მოჰყოლია და მადლობა გადაუხადა ხალხს მოთმინებისა და დაფასებისთვის.
"მდინარე აჭარისწყლის ხეობაში აჭარისწყლის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიულ კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტს“ შორის ხელშეკრულება 2011 წლის 10 ივნისს გაფორმდა. პროექტი ითვალისწინებს სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას. ამჟამად კომპანიას მშენებლობის ნებართვა (და შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც) მოპოვებული აქვს მხოლოდ შუახევის ჰესის პროექტის განხორციელებაზე"./წყარო http://greenalt.org/wp-content/uploads/2014/04/Adjara_HPP_rojects_case_study_geo_April_2014..pdf/. ანუ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დაგეგმილი ჰესების მშენებლობიდან, მხოლოდ შუახევჰესზე გაიცა ნებართვა. დაიწყო გვირაბების მშენებლობა, რომელთაც თან ერთვოდა აფეთქებები მთის ქანებში, ეს კიდე ძალიან საფრთხის შემცველი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დაიბზარა სახლის კედლები და გაჩნდა მეწყერსაშიში ზონები. გვირაბის მშენებლობა მოიცავდა ხუთ სოფელს, სადაც ეს გვირაბი გაივლიდა, დაწყებული ღურტადან, დამთავრებული დიდაჭარის ხიდამდე, სადაც ჩამოინგრა კიდეც აღნიშნული გვირაბი. დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა რომ უამრავი ფული დაიხარჯა ჰესის გასარემონტებლად, მოგეხსენებათ ჰესი 2017 წელს გაჩერდა და ორი წლის შემდეგ ისევ აამუშავეს, მაინც სავალალო მდგომარეობაშია სადგური, საიდანაც წყალი პერმანენტულად ჟონავს და საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 212 შეფასება არ არის
|