x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ინფიცირება"-2011 წლის ამერიკული ფილმი,სადაც ზუსტად არის ნაწინასწარმეტყველები დღევანდელი პანდემია
image

ადამიანები უყურებენ ამ ფილმს და უკვირთ - ჰოლივუდში 9 წლის წინ როგორ ზუსტად იწინასწარმეტყველეს დღევანდელი პანდემიის შესახებ? ხოლო რეჟისორ სტივენ სოდერბერგს ("სექსი, სიცრუე და ვიდეო", "ტრეფიკი", "ერინ ბროკოვიჩი", ტრილოგია ოუშენის და მის მეგობრების თავგადასავლების შესახებ) და სცენარის ავტორ სკოტ ბერნსს წინასწარმეტყველებს უწოდებენ.


კინოში ვირუსი MEV-1, ნამდვილი SARS-CoV-2 მსგავსად, წარმოიშვა ჩინეთში, ანუ ფილმის მთავარმა გმირმა გვინეტ პალტროუმ უცნობი ვირუსი ჰონგ კონგში აიკიდა.


არ არსებობს ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, არც წამალი და არც მკურნალობის მეთოდი. იგი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და საგნების ზედაპირიდან.


image

ახალი ვირუსი სწრაფად იპყრობს პლანეტას. იკეტება საზღვრები, შემოღებულია მკაცრი კარანტინები. ხალხი მაღაზიებს აწყდება პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, უფრო ხშირად დაიბანონ ხელები, ნაკლებად შეეხოთ საკუთარ სახეს და ატარონ პირბადეები.

image

ვრცელდება ჭორები მსოფლიო შეთქმულების შესახებ ელიტების, ფარმაცევტების, ბიოლოგიური იარაღის, სამხედრო ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესახებ... დაზვერვის სამსახურები შიშობენ, რომ კამიკაძე- ბიოტერორისტები სპეციალურად დაინფიცირდებიან, რომ ადამიანების დიდ მასებს გადასდონ(სხვათა შორის ამერიკულმა დაზვერვამ ახლახანს გამოხატა მსგავსი შეშფოთება!) ”.

image

პოპულარული ბლოგერი რამდენიმე მილიონად რეკლამას უკეთებს უსარგებლო წამალს "ფარსიტის"(ახლაც ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი "სასწაულმოქმედი რეცეპტი" ინფექციისგან თავის დასაცავად, მაგალითად, სხვადსხვა მჟავები, სოდა, არაყი, ნიორი, ჯანჯაფილი და ა.შ ... ამის გარდა ფარმა წარმომადგენლებიც რეკლამას უკეთებდნენ წამლებს, ვითომდა კორონავირუსისგან თავის დასაცავად )


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი ფილმიდან:ვირუსის გავრცელებიდან სამი კვირის შემდეგ შეერთებულ შტატებში, აღარ ჰყოფნით ცხედრებისთვის ტომრები.




ამ დროს რეალურ ცხოვრებაში: 21 აპრილს, აშშ-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ დაკრძალვისთვის განკუთვნილი 100 000 ტომარა შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც 5.1 მილიონი დოლარია.




მხოლოდ 26 მილიონი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ (მარტო შეერთებულ შტატებში - 2.5 მილიონი!), MEV-1–ის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოჩნდება, მაგრამ ის ყველასთვის საკმარისი არ არის, რის გამოც თამაშდება ლატარეა.



იმედი ვიქონიოთ, რომ რეალურ ცხოვრებაში SARS-CoV-2–ს ამდენი მსხვერპლი არ მოჰყვება.ჯერ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, ვირუსი როგორ იმოქმედებს, თუმცა ერთი რამ ნათელია, ვაქცინის შექმნის შემდეგ, ისევე, როგორც ფილმში, თავიდან იქნება დეფიციტი, უკვე საუბარია იმაზე, თუ ვის გაუკეთებენ პირველ რიგში ვაქცინას, სავარაუდოდ ქრონიკულ ავადმყოფებს და მოხუცებს.



სურათის ფინალი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ყველა საშინელების შემდეგ, გამოჩნდება... ღამურა, რომელიც ბანანს ჭამს. ხილის ნაწილი ძირს ეცემა, რომელსაც ღორი იღებს. თავად ღორი კი ჰონგ-კონგის რესტორნის მზარეულის ხელში ხვდება. გვინეტ პალტროუ თავისთა საუბედუროდ სწორედ მას ესაუბრება.



და ბოლოს..როგორც ცნობილია, რეჟისორ სტივენ სოდერბერგს ფილმის გადაღების წინ კონსულტაციები ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ექსპერტებთან და ვირუსოლოგებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს ებრძოდნენ ვირუსულ დაავადებებს, ამიტომაც გამოვიდა ფილმი ასეთი რეალისტური.ისიც აღსანიშნავაია, რომ მისმა პრემიერამ თავის დროზე საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა, მაყურებელს ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა, მხოლოდ პანდემიის გავრცელების შემდეგ გაიხსენეს და დღეისთვის ნახვების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია.


1
164
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
164
  
2020, 24 მაისი, 21:58
ახალი დაწყებული იყო კორონა-კარანტინი, ეს ფილმი რომ ვნახე. ისედაც შეშინებული ვიყავი და დაბნეული და ამ ფილმმა ხომ საშინელ პანიკაში ჩამაგდო :(
0 1 1